რას ანიჭებ უპირატესობას?
1 ბევრი რელიგიური ორგანიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქველმოქმედო საქმეებს, მაგალითად შენობების აშენებას საგანმანათლებლო ან სამედიცინო მიზნებისთვის. იეჰოვას მოწმეები კი, იმ დროს, როცა არ ივიწყებენ „ქველმოქმედებასა და გაზიარებას“, უპირატესობას სულიერ დახმარებას ანიჭებენ (ებრ. 13:16).
2 პირველი საუკუნის მაგალითი. იესო ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა დედამიწაზე მსახურებისას, მაგრამ მისი მთავარი საქმე ჭეშმარიტების შესახებ დამოწმება იყო (ლუკ. 4:43; იოან. 18:37; საქ. 10:38). მან მოუწოდა თავის მიმდევრებს: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი . . . ასწავლეთ მათ“ (მათ. 28:19, 20). მან აღნიშნა, რომ ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა, უფრო დიდი მასშტაბით შეასრულებდა მის მიერ წამოწყებული საქმეს (იოან. 14:12). იესო უპირატესობას სამქადაგებლო საქმიანობას ანიჭებდა, იმიტომ რომ ეს ხალხს ეხმარება, ისწავლონ გადარჩენის გზა (იოან. 17:3).
3 მოციქული პავლე სამქადაგებლო საქმინობას უყურებდა, როგორც „აუცილებელს“, როგორც მოთხოვნას, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლებოდა (1 კორ. 9:16, 17). ბოლომდე რომ მიეყვანა მსახურება, ის მზად იყო ყოველგვარი განსაცდელის, ტანჯვისა და გაჭირვების ასატანად (საქ. 20:22—24). მოციქულ პეტრესა და მის თანამსახურებსაც იგივე განწყობა ჰქონდათ. პატიმრობისა და ცემის საშიშროების მიუხედავადაც კი, ისინი „დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს“ (საქ. 5:40—42).
4 რას ვიტყვით ჩვენ შესახებ? ვაყენებთ პირველ ადგილზე სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას? იესოს მსგავსად, ნამდვილად ვწუხვართ მათზე, ვინც ‘უმწყემსო ცხვარივით დაუძლურებულნი და დაფანტულნი არიან’? (მათ. 9:36). დღევანდელი მსოფლიო მოვლენები და ბიბლიური წინასწარმეტყველება მკაფიოდ ადასტურებს, რომ მოახლოებულია ბოროტი სისტემის განადგურება! თუ გვეხსომება, რომ სამქადაგებლო მსახურება მნიშვნელოვანია, აღძრული ვიქნებით, ენთუზიაზმით გავაგრძელოთ ქადაგება.
5 შეაფასე შენი მდგომარეობა. რადგან პირადი მდგომარეობა ხშირად იცვლება, კარგი იქნებოდა დროდადრო დაფიქრებულიყავი, ხომ არ შეგეძლო რაიმეს შეცვლა, რომ უფრო მეტად მიგეღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში. დას, რომელიც პიონერად მსახურობდა 1950—1970 წლების განმავლობაში, ავამდყოფობის გამო ამ მსახურების შეწყვეტა მოუწია. მაგრამ დროთა განმავლობაში ჯამრთელობა გაუუმჯობესდა. ამას წინათ მან კიდევ ერთხელ გადახედა თავის მდგომარეობას და მიიღო გადაწყვეტილება, გაეგრძელებინა პიონერული მსახურება. რა ბედნიერი იყო ის, რომ 90 წლის ასაკში პიონერული მსახურების სკოლას დაესწრო! რას იტყვი შენ შესახებ? აპირებ პენსიაზე გასვლას ან სასწავლებლის დამთავრებას? ხომ არ მოგცემდა შეცვლილი მდგომარეობა პიონერული მსახურების დაწყების შესაძლებლობას?
6 როდესაც იესომ შენიშნა, რომ მართა „ბევრ რამეზე“ ზრუნავდა, მან თავაზიანად ურჩია, რომ ის უფრო ბევრ კურთხევას მიიღებდა, თუ საქმეს არ გაირთულებდა (ლუკ. 10:40—42). შეგიძლია გაიმარტივო ცხოვრების წესი? ნამდვილად აუცილებელია, რომ ორივემ, ცოლმაც და ქმარმაც, იმუშაოთ? თუ ცხოვრებაში ცვლილებებს მოახდენთ, იქნებ საკმარისი იყოს ოჯახისთვის მხოლოდ ერთის შემოსავალი? მსახურებაში უფრო მეტი მონაწილეობის მისაღებად გაკეთებული ცვლილების წყალობით ბევრმა დიდი სულიერი სარგებლობა მიიღო.
7 მოდი ყველა იესოსა და მისი მოწაფეების მაგალითს მივყვეთ! შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს გულწრფელ მცდელობას — უფრო მეტი მონაწილეობა მივიღოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების მნიშვნელოვან საქმიანობაში (ლუკ. 9:57—62).