ქრისტიანული მსახურება ჩვენი ძირითადი საქმეა
1 თითოეულ ჩვენგანს ბევრი საქმე გვაქვს. ოჯახზე ზრუნვა ღვთის მოთხოვნაა (1 ტიმ. 5:8). ამისდა მიუხედავად, ამ ღვთიური მოთხოვნის შესრულებამ არ უნდა შეგვიშალოს ხელი სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში (მათ. 24:14; 28:19, 20).
2 იესომ მოგვცა მაგალითი, რომელსაც უნდა მივყვეთ და ‘უწინარეს ვეძიოთ ღვთის სასუფეველი’ (მათ. 6:33; 1 პეტ. 2:21). თუმცა მცირე ქონება ჰქონდა, ის მთლიანად იმის შესრულებით იყო დაკავებული, რაც მამამ დაავალა (ლუკ. 4:43; 9:58; იოან. 4:34). იესო ქადაგებისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებდა (ლუკ. 23:43; 1 ტიმ. 6:13). ის მოწაფეებს მოუწოდებდა, რომ მათაც ასეთივე დიდი ინტერესი გამოევლინათ მკის საქმიანობისადმი (მათ. 9:37, 38).
3 მიჰბაძე იესოს. იესოს მივბაძავთ, თუ ვიცხოვრებთ უბრალოდ და მთავარ საქმედ ქრისტიანულ მსახურებას გავიხდით. თუ ცხოვრებისთვის აუცილებელი გვაქვს, მოდი ყურად ვიღოთ ბიბლიის რჩევა და არ დავიწყოთ წუთისოფელში სულ უფრო და უფრო მეტის დაგროვება (მათ. 6:19, 20; 1 ტიმ. 6:8). რამდენად უკეთესია, რომ ეძებდე ყოველგვარ შესაძლებლობას, რათა უფრო მეტად მიიღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში! თუ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ძალ-ღონე მოვახმაროთ იმის კეთებას, რასაც იესო აკეთებდა და ცხოვრებისეულ საზრუნავს არ მივცეთ ნება, რომ დაჩრდილოს ჩვენი მთავარი საქმიანობა — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადება (ლუკ. 8:14; 9:59—62).
4 ისინიც კი, ვისაც ბევრი პასუხისმგებლობა აქვს, ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც სამქადაგებლო მსახურებას მიიჩნევენ. ერთმა ძმამ, რომელსაც დიდი ოჯახი და საპასუხისმგებლო სამუშაო აქვს და თან უხუცესადაც მსახურობს კრებაში, აღნიშნა: „ჩემთვის მსახურება უმთავრესი საქმეა“. ერთი პიონერი და ამბობს: „ჩემთვის პიონერად მსახურება უფრო ძვირფასია, ვიდრე წარმატებული ქვეყნიური სამუშაო“.
5 მდგომარეობისდა მიუხედავად, მოდი მივყვეთ იესოს მაგალითს. როგორ? ქრისტიანული მსახურება გაიხადე ძირითად საქმედ.