‘ანათეთ, როგორც მნათობებმა’
1 მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ქვეყნიერებაში სულიერი და მორალური სიბნელეა, ჭეშმარიტი ღმერთის დაახლოებით ექვსი მილიონი თაყვანისმცემელი მსოფლიოს 234 ქვეყანაში ანათებს, როგორც „მნათობნი“ (ფილ. 2:15). ეს ადვილად შესამჩნევია. როგორ ვირეკლავთ იეჰოვასგან მომდინარე ჭეშმარიტების შუქს? (2 კორ. 3:18).
2 საქმით. ხალხი აკვირდება ჩვენს ქცევას (1 პეტ. 2:12). ერთმა ქალმა შენიშნა, რომ მისი თანამშრომელი მოწმე ძალიან კეთილი იყო და ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. აგრეთვე, არ ბილწსიტყვაობდა და მას არც უხამსი ხუმრობა უყვარდა. როდესაც თანამშრომლები ბილწსიტყვაობით მის გამოწვევას ცდილობდნენ, ის სიმშვიდეს ინარჩუნებდა და თავისი პრინციპების ერთგული რჩებოდა. როგორ იმოქმედა ამან იმ ქალზე, რომელიც მას აკვირდებოდა? ის იხსენებს: „თავისი ქცევით მან ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ბიბლიასთან დაკავშირებით კითხვების დასმა დავუწყე. შემდეგ ღვთის სიტყვის შესწავლაც გადავწყვიტე, მოგვიანებით კი მოვინათლე“. ის აგრძელებს: „სწორედ მისმა ქცევამ მიბიძგა იმისკენ, რომ გავცნობოდი იეჰოვას მოწმეების მრწამსს“.
3 ხელისუფლებისა და ქვეყნიური საქმეებისადმი ჩვენი დამოკიდებულება, აგრეთვე, ჩვენი ჯანსაღი მეტყველება — ეს ყოველივე იეჰოვას მოწმეებს ისეთ ხალხად წარმოაჩენს, რომლებიც ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. ასეთი კარგი საქციელი განადიდებს იეჰოვას და მისი თაყვანისცემისკენ აღძრავს სხვებს.
4 სიტყვით. რა თქმა უნდა, მათ, ვინც ხედავს ჩვენს კარგ საქციელს, ალბათ, არ ეცოდინებათ, რატომ განვსხვავდებით ასე, თუ ჩვენს მრწამსს არ გავუზიარებთ. იციან შენმა თანამშრომლებმა ან თანაკლასელებმა, რომ იეჰოვას მოწმე ხარ? ეძებ შესაძლებლობას, რომ ჩვეულებრივი საუბრიდან დამოწმებაზე გადახვიდე? მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი, რომ ნებისმიერი შესაძლებლობისას ‘ანათოს შენმა ნათელმა ადამიანთა წინაშე’? (მათ. 5:14—16).
5 თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენაა საჭირო, რომ შევასრულოთ ჩვენი დავალება, როგორც სინათლის მატარებლებმა. გულმოდგინება აღგვძრავს, არ მოვცდეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებით, რათა რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის (2 კორ. 12:15).
6 მოდი სიტყვითა და საქმით კვლავაც ‘ვანათოთ, როგორც მნათობებმა’. ასეთი მოქმედებით სხვებსაც აღვძრავთ იმისაკენ, რომ შემოგვიერთდნენ იეჰოვას განდიდებაში.