ქადაგება გამუდმებით ცვალებად მსოფლიოში
1 რა სწრაფად იცვლება ყველაფერი! მოულოდნელად მომხდარი სტიქიური უბედურება, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური გადატრიალება ან გახმაურებული ტრაგედია მაშინვე იქცევა ხოლმე მთავარ სასაუბრო თემად. თუმცა ხალხი ასეთივე სისწრაფით ივიწყებს მომხდარს და სხვა მოვლენებზე გადააქვს ყურადღება (საქ. 17:21; 1 კორ. 7:31). როგორ მივიზიდოთ ხალხის ყურადღება ამ ცვალებად მსოფლიოში, რათა სამეფოს შესახებ ცნობა გავუზიაროთ?
2 დააკვირდი, რა აღელვებს ხალხს. ერთ-ერთი საშუალება იმისათვის, რომ მივიზიდოთ ადამიანების ყურადღება, არის მიმდინარე მოვლენებზე საუბარი. ერთხელ, როცა იესო თავის მსმენელებს მოუწოდებდა, სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ ღვთის წინაშე თავიანთ მდგომარეობაზე, მან მოიხსენია იმ პერიოდში მომხდარი ტრაგედია, რომელიც მათთვის კარგად იყო ცნობილი (ლუკ. 13:1—5). მსგავსადვე, როდესაც სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ, კარგი იქნებოდა, ის დაგეკავშირებინა შესაფერის ახალ ამბებთან ან ადგილობრივ მოვლენებთან, რომლებიც საინტერესოა მათთვის, ვინც შენს უბანზე ცხოვრობს. ამავე დროს, მოერიდე რომელიმე პოლიტიკური ან საზოგადოებრივი თვალსაზრისის მხარდაჭერას (იოან. 17:16).
3 როგორ გავიგოთ, თუ ახლა რაზე ფიქრობს ხალხი? ალბათ, ამის საუკეთესო გზა იქნებოდა, რომ დაგესვა კითხვა და შემდეგ მოგესმინა მისთვის (მათ. 12:34). ადამიანებისადმი გულწრფელი ინტერესი აღგვძრავს, ყურადღებით მოვუსმინოთ მათ თვალსაზრისს და შემდეგ ტაქტიანად დავუსვათ სხვა კითხვა. მობინადრის მიერ გამოთქმული აზრი შეიძლება ამ უბანზე მცხოვრები ბევრი ადამიანის აზრს გამოხატავდეს, ეს კი შეიძლება ქადაგებაში დაგეხმაროს.
4 მოემზადე საქადაგებლად. როდესაც სამქადაგებლო მსახურებისთვის ემზადები, გამოიყენე რჩევები ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“. სასარგებლო რჩევები იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენო მიმდინარე მოვლენები ქადაგების დროს, მოცემულია მე-3—4 გვერდებზე, ქვესათაურით „დამნაშავეობა/უსაფრთხოება“ და „მიმდინარე მოვლენები“. მსგავსი ინფორმაცია მოცემულია 2000 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გვერდი 4. ქადაგებისთვის მომზადებისას მოიფიქრე, რომელ ბიბლიურ მუხლს გამოიყენებ.
5 სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს მნიშვნელოვანია, საუბარი იმის გათვალისწინებით წარვმართოთ, თუ რა აწუხებს ხალხს ამ ცვალებად მსოფლიოში. ამგვარად, ადამიანებს იმის შესახებ ვესაუბრებით, რაც მათ აღელვებთ. ამით დავეხმარებით ბევრს, გაეცნონ მას, ვინც უცვლელია თავის თვისებებსა და ნორმებში (იაკ. 1:17).