ძვირფასო მაუწყებლებო,
დიდი სიხარულით ვადევნებთ თვალყურს, როგორ მიმდინარეობს სამეფოს საქმე ჩვენს ტერიტორიაზე! 2002 წლის სექტემბრიდან რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ჩვენი ფილიალი, დაწყებულ იქნა 28 000-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა! შეინიშნა წინსვლა მსახურების სხვა სფეროებშიც.
იეჰოვამ აკურთხა სხვა ენებზე ქადაგებაც. ჩვენს ტერიტორიაზე რუსულენოვანი კრებების გარდა, კიდევ ათ ენაზე არსებობს კრებები და ჯგუფები. გასულ სამსახურებრივ წელს ჩამოყალიბდა კრება თათრულ ენაზე. ხოლო 2003 წლის თებერვალში ჟესტების ენაზე ჩამოყალიბდა რაიონი, რომელშიც შედის ამ ენაზე რუსეთში არსებული კრებები და ჯგუფები.
ძალიან გვახარებს ის კარგი შედეგები, რომლებიც მიღწეული იყო ჩვენი ფილიალის ტერიტორიაზე 2003 წლის გაზაფხულზე (გამოცხ. 2:19). გაზაფხულის თვეების განმავლობაში ბელორუსიაში, რუსეთსა და სომხეთში აღინიშნა პიონერთა უმაღლესი რიცხვი. აპრილში სამქადაგებლო მსახურებაში მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა მიიღო მონაწილეობა ყაზახეთში, ხოლო მაისში — აზერბაიჯანში, ბელორუსიასა და სომხეთში. ჩვენს ტერიტორიაზე ბევრ ქვეყანაში მიღწეული იყო ბიბლიის შესწავლების უმაღლესი რიცხვი. ღვთის ხალხი ნამდვილად მზად აღმოჩნდა „გალაშქრების ჟამისთვის“ (ფს. 109:3).
ახლა, როცა იწყება 2004 სამსახურებრივი წელი, ჩვენ თქვენთან ერთად ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც „გაზარდოს“ სამეფოს თესლი (1 კორ. 3:6).
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ფილიალი რუსეთში