ძვირფასო მაუწყებლებო,
ამიერკავკასიის ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მსახურებისთვის გასული თვეები განსაკუთრებით აქტიური იყო. საქართველოს ოფისში ძმები ბევრს შრომობდნენ და თავს არ ზოგავდნენ, განსაკუთრებით კი ახალი სამშენებლო პროექტებისთვის ორგანიზების გასაწევად (1 ტიმ. 4:10). შედეგად, მრავალი რამ გაკეთდა იმის წყალობით, რომ იეჰოვამ აკურთხა ჩვენი საერთო ძალისხმევა. აშკარაა, რომ ყოველივე ამას იეჰოვა ‘ზრდიდა’ (1 კორ. 3:6, 7).
ახალი სამსახურებრივი წლიდან ამიერკავკასიის ქვეყნებში ჩამოყალიბდება ერთი ახალი ოლქი და ორი რაიონი. სასიხარულოა, რომ ახლახან ხელმძღვანელმა საბჭომ რამდენიმე ახალი სარაიონო ზედამხედველი დანიშნა. მარტში 16 პიროვნება დროებით სპეციალურ პიონერად დაინიშნა. ახალი ტერიტორიებისა და რამდენიმე უცხოენოვანი ტერიტორიის დამუშავებით, ისინი შესანიშნავ საქმეს ასრულებენ. ისინი ყოველთვიურად საშუალოდ 148 საათს ქადაგებდნენ და 100-ზე მეტ ჟურნალს ავრცელებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დროებით მსახურობდნენ, ისინი რეგულარულად, საშუალოდ, ბიბლიის ექვს შესწავლას ატარებდნენ.
ყველას გვახარებს ის, რომ მარტსა და აპრილში უმაღლეს რიცხვს მიაღწია სამქადაგებლო მსახურების სხვადასხვა მაჩვენებელმა. მათ შორის, ამიერკავკასიაში ახალ უმაღლეს რიცხვს მიაღწია მაუწყებლების რაოდენობამ. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვმაც — ამიერკავკასიის ქვეყნებში საერთო რაოდენობა 52 923-ს შეადგენდა. 2005 წლის მარტში ასევე დაფიქსირდა პიონერთა უმაღლესი რიცხვი — 3 050.
ამაღელვებელი იყო იმის დანახვაც, რომ პიონერებისა და დამხმარე პიონერების საერთო რაოდენობა 2005 წლის მარტში მაუწყებელთა რაოდენობის 25 პროცენტს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტში ამიერკავკასიაში ყოველი მეოთხე მაუწყებელი მსახურობდა პიონერად! ეს განსაკუთრებით საქებარია. გასული წელი სხვა მხარეებშიც გამოირჩეოდა, რადგანაც სამქადაგებლო მსახურების 2005 წლის სამსახურებრივ ანგარიშში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდული იყო.
ზედამხედველები, რომლებსაც ხელმძღვანელობა აკისრიათ, მაუწყებლები და პიონერები ყველგან გულმოდგინებას ავლენენ მსახურებაში ინტერესის გასაღვივებლად და ბიბლიის შემსწავლელებისთვის ორგანიზაციის გასაცნობად. გარდა ამისა, უდავოა, რომ კარდაკარ მსახურების საშუალებით უფრო მეტი ‘ღირსეულის მოძებნა’ ხდება (მათ. 10:11). სასიხარულო ცნობის ამ წმინდა საქმეში მონაწილეობის მართლაც რომ განუმეორებელი შესაძლებლობა გვაქვს! (რომ. 15:15, 16).
თქვენი ძმები,
საქართველოს ოფისი