ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 9: მოამზადე შემსწავლელები არაფორმალური დამოწმებისთვის
1 ანდრია და ფილიპე როცა მიხვდნენ, რომ იესო აღთქმული მესია იყო, სხვებისთვის ამ სასიხარულო ამბის გაზიარებისგან თავი ვერ შეიკავეს (იოან. 1:40—45). მსგავსად ამისა, დღესაც, როგორც კი ბიბლიის შემსწავლელებს რწმენა უვითარდებათ ნასწავლის საფუძველზე, ისინი აღძრულები არიან, რომ ამის შესახებ ილაპარაკონ (2 კორ. 4:13). როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ არაფორმალურად ქადაგებაში და მოვამზადოთ ისინი, რომ უფრო ეფექტურად გააკეთონ ეს?
2 შეგიძლია უბრალოდ ჰკითხო შემსწავლელს, თუ ლაპარაკობს სხვებთან იმის შესახებ, რასაც ბიბლიიდან სწავლობს. შესაძლოა, მას ჰყავს ისეთი მეგობრები და ოჯახის წევრები, რომელთა მოწვევაც შეუძლია შესწავლაზე. ჰკითხე, თუ ავლენს მისი თანამშრომელი, თანაკლასელი ან რომელიმე ნაცნობი ინტერესს. ამგვარად მას შეუძლია დაამოწმოს. დაეხმარე მას, გამოავლინოს გამჭრიახობა, პატივისცემა და სიკეთე, როცა სხვებს იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ უყვება (კოლ. 4:6; 2 ტიმ. 2:24, 25).
3 თავიანთი რწმენის გაზიარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიის შემსწავლელს ასწავლო, როგორ გამოიყენოს ღვთის სიტყვა, როცა სხვებთან თავისი რწმენის შესახებ საუბრობს. შესწავლის დროს მნიშვნელოვანი აზრების ხაზგასმისას ჰკითხე: „როგორ აუხსნიდი ოჯახის წევრებს ამ ჭეშმარიტებას ბიბლიის დახმარებით?“ ან „რომელ ბიბლიურ მუხლს გამოიყენებდი მეგობრისთვის ამის დასამტკიცებლად?“ ყურადღებით მოუსმინე, რას გიპასუხებს და აჩვენე, როგორ ასწავლოს წერილებიდან (2 ტიმ. 2:15). ამის გაკეთებით შენ შეძლებ მოამზადო შემსწავლელი არა მხოლოდ არაფორმალური დამოწმებისთვის, არამედ, როდესაც დახელოვნდება, კრებასთან ერთად ქადაგებისთვისაც.
4 გონივრულია, რომ ბიბლიის შემსწავლელები წინააღმდეგობებთან გასამკლავებლად მოვამზადოთ (მათ. 10:36; ლუკ. 8:13; 2 ტიმ. 3:12). როდესაც სხვებს კითხვები წამოეჭრებათ ან იეჰოვას მოწმეების შესახებ დაიწყებენ საუბარს, ამან შეიძლება დამოწმების შესაძლებლობა მისცეს შემსწავლელებს. ბროშურა „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“ დაეხმარება მათ, ‘მზად იყვნენ, დამცველებად გამოვიდნენ’ (1 პეტ. 3:15). ეს ბროშურა ზუსტ ინფორმაციას მისცემს ახლებს, რომ დახმარება აღმოუჩინონ კეთილგანწყობილ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რათა მათ ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი რწმენისა და საქმიანობის შესახებ გაიგონ.