რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ სასიხარულო ცნობა
1. რას აკეთებდნენ პირველი ქრისტიანები იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ სასიხარულო ცნობა?
1 იესოს პირველი მიმდევრები სამეფოს შესახებ ცნობას გულმოდგინედ ავრცელებდნენ. ისინი ეფექტურ საშუალებებს იყენებდნენ, რათა სასიხარულო ცნობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ. პირველ საუკუნეში ღვთის წმინდა სულით შთაგონებული წერილები ბერძნულ ენაზე იწერებოდა, რომელიც რომის იმპერიაში საერთაშორისო ენა იყო. მოგვიანებით, ახ. წ. მე-2—3 საუკუნეებში გულმოდგინე მქადაგებლები სრული ინფორმაციის მოსაძებნად, შესაძლოა, ფართოდ იყენებდნენ ბიბლიურ კოდექსებს — ძველ ხელნაწერებს, რომლებიც გამოსაყენებლად უფრო ადვილი იყო, ვიდრე გრაგნილი.
2, 3. ა) როგორ სრულდება ესაიას 60:16 ჩვენს დღეებში? ბ) როგორ ვიყენებთ ტექნიკას წმინდა თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად?
2 ტექნიკის გამოყენება. ესაიას საშუალებით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „შენ მოსწოვ ხალხების რძეს“ (ესაია 60:16). დღეს ეს წინასწარმეტყველება იმით სრულდება, რომ იეჰოვას მსახურები ქვეყნიერების მიღწევებს სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად იყენებენ. მაგალითად, 1914 წლიდან, ვიდრე კინემატოგრაფია კომერციულ წარმატებას მიაღწევდა, ბიბლიის მკვლევარებმა „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენება დაიწყეს. ეს რვასაათიანი ხანგრძლივობის სლაიდებისგან შემდგარი ფერადი ფილმი, რომელსაც ფონოგრამის თანხლებით აჩვენებდნენ, მილიონობით ადამიანისთვის უდიდესი დამოწმება იყო.
3 დღეს იეჰოვას მოწმეები ასობით ენაზე ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის გამოსაცემად კომპიუტერულ საშუალებებსა და სწრაფ საბეჭდ დანადგარებს იყენებენ. სწრაფი სატრანსპორტო საშუალებებით ბიბლიური ლიტერატურა დედამიწის შორეულ ადგილებში იგზავნება, რათა სასიხარულო ცნობამ 235 ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებამდე მიაღწიოს. წმინდა სულის საშუალებით იეჰოვა თავის მსახურებს აღძრავს, რომ ტექნიკის თანამედროვე მიღწევები ეფექტურად გამოიყენონ. შედეგად ბიბლიური ჭეშმარიტება უფრო მეტ ადამიანამდე აღწევს, ვიდრე ეს ოდესმე ხდებოდა ისტორიის განმავლობაში.
4. რა ცვლილებებს ახდენს ზოგი ცხოვრებაში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უქადაგოს სასიხარულო ცნობა?
4 ცვლილებების მოხდენა. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, აგრეთვე, აღძრულები არიან, ცხოვრებაში აუცილებელი ცვლილებები მოახდინონ, რათა უფრო მეტ ადამიანამდე მიაღწიოს სასიხარულო ცნობამ. ბევრი ცხოვრებას იმარტივებს, რომ უფრო მეტად მიიღოს მონაწილეობა სამქადაგებლო საქმეში. ზოგი იმ ტერიტორიაზე გადადის მსახურებისთვის, სადაც უფრო მეტი საჭიროებაა. სხვები მსახურების გაფართოების მიზნით უცხო ენას სწავლობენ.
5, 6. რისი გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა ჩვენს ტერიტორიაზე?
5 აგრეთვე, უფრო მეტ ადამიანს ვაუწყებთ სასიხარულო ცნობას, თუ მაშინ ვიქადაგებთ, როდესაც ისინი სახლში არიან და იქ ვქადაგებთ, სადაც შეიძლება მათი პოვნა. თუ შენს ტერიტორიაზე მცხოვრებლები დღის საათებში ხშირად სახლში არ გხვდებიან, შეგიძლია ცვლილება შეიტანო შენს გეგმაში და ისინი საღამო საათებში მოინახულო? არის შენს სამქადაგებლო ტერიტორიასთან ახლოს საზოგადოებრივი ადგილები, სადაც შეგიძლია იქადაგო? გიცდია ტელეფონით ქადაგება? ეძებ შესაძლებლობას, რომ არაფორმალურად დაამოწმო?
6 ნამდვილად დიდი პატივია იეჰოვას სახელისა და სამეფოს შესახებ უმნიშვნელოვანეს დამოწმებაში მონაწილეობის მიღება! მოდი განვაგრძოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ქადაგება. (მათ. 28:19, 20).