საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/07 გვ. 1
  • წერილი ოფისიდან

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წერილი ოფისიდან
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • მსგავსი მასალა
  • რა კეთდება ფილიალში?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
  • ძვირფასო მაუწყებლებო,
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • მსახურების გაფართოება
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • თეოკრატიული ცნობები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 9/07 გვ. 1

წერილი ოფისიდან

ძვირფასო მაუწყებლებო!

ჩვენ ძალიან გვახარებს იმის დანახვა, თუ რა წარმატებას მივაღწიეთ მსახურებაში 2007 სამსახურებრივ წელს იმ ტერიტორიებზე, რომელსაც საქართველოს ოფისი ზედამხედველობს. სექტემბრიდან მოყოლებული ჩვენ ყოველთვე ვხედავდით, თუ როგორ იზრდებოდა პიონერების რიცხვი, რომელმაც აპრილში პიკს მიაღწია — 2 175-ს. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ მრავალი მაუწყებელი გამოეხმაურა მოწოდებას და გახსენების საღამოს პერიოდში მათ დამხმარე პიონერებად იმსახურეს. მათმა რიცხვმა აპრილის თვეში 2 069 შეადგინა. ამგვარად, ამ პერიოდში კრების ყოველი მეოთხე წევრი პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურობდა, რამაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო — აპრილში გახსენების საღამოს 34 555 ადამიანი დაესწრო.

იეჰოვას ხალხისთვის ძალიან გამამხნევებელი აღმოჩნდა ოქტომბრის თვეში ჩატარებული კამპანია, რომლის დროსაც გავრცელდა ტრაქტატი №37, „ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“. მთლიანობაში ჩვენ გავავრცელეთ 432 ათასი ტრაქტატი, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოში ყოველ მეათე ადამიანს წაეკითხა ეს მნიშვნელოვანი ცნობა. ყოველივე ეს დაგვეხმარა, რომ ამ წელს გულმოდგინება შეგვენარჩუნებინა. ეს კი იმაში გამოვლინდა, რომ ამ სამსახურებრივ წელს, ისე როგორც არასდროს, გაიზარდა ბიბლიის შესწავლების რაოდენობა და მათმა უმაღლესმა რიცხვმა 9 612-ს მიაღწია.

ასეთი კამპანიების მიზანი ის არის, რომ დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს, გაიგონ, რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში (მთ. 28:19, 20). ქადაგებისას აუცილებლად ჩაინიშნეთ, ვინ გამოავლენს ინტერესს, და დაბრუნდით მათთან იმ მიზნით, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყოთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იეჰოვა მომავალშიც აკურთხებს თქვენს ძალისხმევას, რომელსაც ახმართ იმას, რომ მოძებნოთ თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები გულწრფელი ადამიანები და დაეხმაროთ მათ. ჩვენ გვიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში თქვენს მხარდამხარ ვმსახურობთ. მიიღეთ ჩვენი გულთბილი მოკითხვა. ქრისტიანული სიყვარულით

თქვენი ძმები,

საქართველოს ოფისი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება