საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/05 გვ. 7
  • აღაშენეთ ერთმანეთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღაშენეთ ერთმანეთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • მსგავსი მასალა
  • კარგის კეთება და გაზიარება
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • გაამხნევეთ ერთმანეთი მსახურების დროს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • კვლავაც აღაშენეთ ერთმანეთი!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • სულიერ საკითხებზე საუბრები გამამხნევებელია
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
km 9/05 გვ. 7

აღაშენეთ ერთმანეთი

1 პავლე მოციქული ყველაფერს აკეთებდა თანამორწმუნეების განსამტკიცებლად (საქ. 14:19—22). მსგავსად ამისა, ჩვენც ვწუხვართ, როცა ჩვენი ძმები სირთულეებს ხვდებიან და გვსურს, დავეხმაროთ მათ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ არა მხოლოდ უხუცესებმა, არამედ ყველამ უნდა გამოავლინოს სხვებისადმი ყურადღება (რომ. 15:1, 2). განვიხილოთ, რომელი ორი საშუალებით შეგვიძლია ყურად ვიღოთ ეს სიყვარულით მოცემული გაფრთხილება: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11).

2 სხვების საჭიროებების დანახვა: ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ქურციკი „ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა“ (საქ. 9:36, 39). ის ხედავდა სხვების საჭიროებებს და, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად. მართლაც, რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა მან! შეიძლება გაიგო, რომ ხანდაზმულ თანაქრისტიანს კრებაზე წაყვანა სჭირდება ან შეიძლება რომელიმე პიონერს სამუშაო დღეებში, ნაშუადღევს, პარტნიორი არა ჰყავს მსახურებაში. თუ დაინახავ, რომ თანაქრისტიანს ასეთი დახმარება სჭირდება და მხარდაჭერას შესთავაზებ, წარმოიდგინე, როგორ გაამხნევებს ეს მას!

3 სულიერი საუბრები: ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩვენი საუბრებით აღვაშენოთ სხვები (ეფეს. 4:29). ერთმა გამოცდილმა უხუცესმა აღნიშნა: «თუ გინდა, რომ გაამხნევო სხვები, ისაუბრე სულიერ საკითხებზე. გამამხნევებელი საუბრის დაწყებისას შეგიძლია დასვა მარტივი კითხვა: „როგორ გაიგე ჭეშმარიტება?“». გამოავლინე გულწრფელი ინტერესი კრებაში მყოფი ახალგაზრდების მიმართ. ყურადღება გამოავლინე იმ ადამიანებისადმი, რომლებიც დამწუხრებულები არიან და მათდამი, ვინც შესაძლოა მორცხვია (იგავ. 12:25). არ დაუშვა, რომ თანაქრისტიანებთან ქვეყნიურ გართობებზე საუბარმა სულიერი საუბრები შეცვალოს (რომ. 1:11, 12).

4 მაგრამ, რის თქმა შეიძლება სხვების აღშენებაზე? ამ ბოლო დროს ბიბლიის პირადი კითხვისა და შესწავლისას თუ შეგხვდა ისეთი პრინციპი, რომელმაც იეჰოვასადმი სიყვარული და მადლიერების გრძნობა გაგიღრმავა? გაგამხნევა საჯარო მოხსენებების ან „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის დროს მოსმენილმა აზრებმა? ან ხომ არ შეეხო შენს გულს რწმენის განმამტკიცებელი შემთხვევები? თუ დავაფასებთ ასეთ სულიერ სიმდიდრეს, ჩვენ ყოველთვის შევძლებთ სხვების გამხნევებას (იგავ. 2:1; ლუკ. 6:45).

5 დაე პრაქტიკული დახმარების შეთავაზებითა და ენის გონივრულად გამოყენებით აღვაშენოთ ერთმანეთი (იგავ. 12:18).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება