ვიდეოფილმი, რომელიც სერიოზულად ჩაგაფიქრებს
„ეს ფილმი სერიოზულად ჩაგაფიქრებს!“
„გული ამიჩუყა!“
„ძლიერი გრძნობა მომერია“.
1 იგივე ხომ არ განიცადე, როდესაც პირველად უყურე ფილმს „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“ (რუს.) რამდენიმე წლის წინ ერთ ახალგაზრდა ძმას ცხოვრება გაურთულა მეგობრების არასწორმა არჩევამ. მეგობრებმა მას დააკარგვინეს ჭეშმარიტების მიმართ ინტერესი და იეჰოვასთან ურთიერთობა. მალევე გამოვიდა ფილმი „ნამდვილი მეგობრები“. ის ახალგაზრდა წერს: „რამდენჯერაც ვუყურე, იმდენჯერ ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ დროულად დამეხმარა“. ამ ფილმის წყალობით მან სწორად აირჩია მეგობრები. ის დასძენს: „აშკარაა, რომ თქვენ დროს არ ჩამორჩებით და ხედავთ, რა სჭირდებათ ახალგაზრდებს“. მშობლებო და ახალგაზრდებო, კარგი იქნება, თუ მომდევნო ოჯახური შესწავლის დროს კიდევ ერთხელ უყურებთ ამ ვიდეოფილმს. თითოეული ნაწილის დასრულებისას ცოტა ხნით შეისვენეთ, რათა თავისუფლად და გულახდილად იმსჯელოთ შემდეგ აბზაცებში მოცემულ კითხვებზე.
2 შესავალი: როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი? (იგავ. 18:24).
3 დაბრკოლებები მეგობრობის გზაზე: როგორ შეგიძლია დაძლიო გარიყულობის გრძნობა? (ფილ. 2:4). რატომ უნდა გქონდეს უკეთესი თვისებების განვითარების სურვილი და ვის შეუძლია ამ მხრივ დაგეხმაროს? რა დაგეხმარება უფრო მეტი მეგობრის შეძენაში და სად უნდა ეძებო მეგობრები? (2 კორ. 6:13).
4 ღმერთთან მეგობრობა: რა არის საჭირო იმისათვის, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა განავითარო და რატომ ღირს ეს ძალისხმევად? (ფსალმ. 34:8). ვინ დაგეხმარება ყველაზე მეტად ღმერთთან მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში?
5 არასასურველი მეგობრები: ვინ იგულისხმება ცუდ საზოგადოებაში? (1 კორ. 15:33). როგორ შეიძლება ცუდმა მეგობრებმა ადამიანი სულიერად დაღუპონ? რას სწავლობ დინას შემთხვევიდან? (დაბ. 34:1, 2, 7, 19).
6 თანამედროვე დრამა: რა გავლენა მოახდინა ტერაზე სიმარტოვემ? რით ამართლებდა ის ქვეყნიურ ახალგაზრდებთან ურთიერთობას? რა სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა ტერა მათ გამო? რატომ ვერ ხედავდნენ ტერას მშობლები მის მდგომარეობას და როგორი დამოკიდებულებით შეძლეს მათ სულიერად მისი დახმარება? როგორ დაამტკიცა პიონერმა დამ, რომ ტერასთვის ნამდვილი მეგობარი იყო? რატომ უნდა ითვალისწინებდნენ ქრისტიანები იგავების 13:20-სა და იერემიას 17:9-ს? რა ასწავლა ტერას საკუთარმა გამოცდილებამ?
7 დასკვნა: რაში დაგეხმარა ეს ვიდეოფილმი? როგორ შეგიძლია მისი გამოყენება სხვების დასახმარებლად? (ფსალმ. 71:17).