ჩვენ მონდობილი გვაქვს განძი
1 მოციქული პავლე აფასებდა სამქადაგებლო საქმეს, რომელიც ღვთისგან ჰქონდა დაკისრებული და მას „განძად“ მიიჩნევდა (2 კორ. 4:7). ამ დავალების შესრულებისას ის გაჭირვებასა და დევნებს იტანდა. ის დაუღალავად ქადაგებდა ყველასთან, როცა კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა. ზღვითა თუ ხმელეთით მოგზაურობისას ის მრავალ საშიშროებასა და სირთულეს ხვდებოდა. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს და ცხადვყოთ, რომ დიდად ვაფასებთ მსახურებას? (რომ. 11:13). რატომ არის ჩვენი მსახურება შეუდარებელი განძი?
2 აღმატებული განძი: როდესაც ადამიანი რაღაც განძს ფლობს, ჩვეულებრივ, მას საფიქრალი არ აკლია და მხოლოდ დროებით თუ სარგებლობს ამ განძით. ასეთი განძისგან განსხვავებით ჩვენს მსახურებას მარადიული სარგებლობა მოაქვს როგორც ჩვენთვის, ისე სხვებისთვის (1 ტიმ. 4:16). მისი წყალობით გულწრფელი ადამიანები ეცნობიან იეჰოვას, საჭირო ცვლილებებს ახდენენ ცხოვრებაში და მარადიული სიცოცხლის რეალურ იმედს იძენენ (რომ. 10:13—15). როდესაც დიდად ვაფასებთ მსახურებას, ჩვენს ცხოვრებას ნამდვილი აზრი ეძლევა, გვაქვს კმაყოფილების გრძნობა და ბედნიერი მომავლის იმედი (1 კორ. 15:58).
3 ცხადყავით, რომ აფასებთ განძს: ხშირად ჩვენი მზადყოფნიდან, თუ რამდენს გავიღებთ რაღაცისთვის, ჩანს თუ რამდენად ვაფასებთ მას. ბედნიერნი ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი დრო და ენერგია იეჰოვას განდიდებას მოვახმაროთ (ეფეს. 5:16, 17). ჩვენი ცხოვრებით უნდა ვაჩვენოთ, რომ მატერიალურზე მეტად სულიერს ვაფასებთ. ჩვენ სხვებისთვის ძალიან ძვირფასი რამის გაზიარება შეგვიძლია, ამიტომ ამას მთელი გულმოდგინებით ვაკეთებთ და მზად ვართ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად?
4 ჩვეულებრივ, შეუფასებელ განძს კი არ მალავენ, არამედ ის ყველას დასანახავად გამოაქვთ. თუ მსახურებას განძად მივიჩნევთ, ჩვენს ცხოვრებაში ის თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს (მათ. 5:14—16). დაე მადლიერებით სავსე გულით ყოველთვის მივბაძოთ პავლე მოციქულს და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რათა ცხადვყოთ, რომ ნამდვილად ვაფასებთ ჩვენს მსახურებას და მას განძად მივიჩნევთ!