საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/07 გვ. 4
  • მიჰყევი იესოს მაგალითს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მიჰყევი იესოს მაგალითს
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • მსგავსი მასალა
  • რატომ უნდა ვიკრიბებოდეთ თაყვანსაცემად?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • ასწავლე თავმდაბლებს ღვთის გზით სიარული
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • კრების შეხვედრებს სარგებლობა მოაქვს ახალგაზრდებისთვის
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 9/07 გვ. 4

მიჰყევი იესოს მაგალითს

1. რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

1 როდესაც მოწაფეების მომზადების საქმიანობაში ვმონაწილეობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მაგალითი ძალიან მოქმედებს მათზე, ვინც გვაკვირდება. იესო ასწავლიდა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. ყველა, ვინც მას აკვირდებოდა, ხედავდა მის გულმოდგინებას, ხალხისადმი მის სიყვარულს, მის ძლიერ სურვილს, რომ განეწმინდა თავისი მამის სახელი და შეესრულებინა მისი ნება (1 პეტ. 2:21).

2. როგორ შეიძლება ჩვენმა მაგალითმა იმოქმედოს მათზე, ვინც ჩვენთან ერთად მსახურობს?

2 კარდაკარ მსახურებისას: იესოს მსგავსად ჩვენი მაგალითიც მოქმედებს მათზე, ვინც ჩვენთან ერთად მსახურობს. როდესაც ახალი მაუწყებლები და ისინი, ვისაც მსახურებაში ნაკლები გამოცდილება აქვთ, დაინახავენ ჩვენს გულმოდგინე ქადაგებას, დაიწყებენ იმაზე ფიქრს, თუ როგორ გაუმჯობესდნენ მსახურებაში. ჩვენი სიხარული და ხალხისადმი გამოვლენილი გულწრფელი ინტერესი შეახსენებს მათ, რომ მნიშვნელოვანია მსახურებაში ასეთი თვისებების გამოვლენა. როდესაც ისინი დაინახავენ, რომ ქადაგებისას ბიბლიას მთელი მონდომებით ვიყენებთ, ვაკეთებთ განმეორებით მონახულებებს და ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს, ისინიც აღიძვრებიან, რომ მსგავსადვე მოიქცნენ.

3. როგორ შეიძლება ჩვენმა მაგალითმა იმოქმედოს ბიბლიის შემსწავლელებზე და რა შეიძლება ისწავლონ მათ?

3 ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას: ბიბლიის შემსწავლელები განსაკუთრებით აკვირდებიან იმას, თუ როგორ ვატარებთ შესწავლას. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ავუხსნათ მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესწავლისთვის მომზადება, ბიბლიური მუხლების მოძებნა და მთავარი აზრების გახაზვა, მაგრამ ისინი იმას დააკვირდებიან, პირადად ჩვენ ვართ თუ არა მომზადებულნი შესწავლისთვის (რომ. 2:21). თუ ჩვენ პუნქტუალურები ვართ და შესწავლაზე თავის დროზე მივდივართ, ისინი ნაკლებად დაუშვებენ, რომ სხვა საქმეებმა ხელი შეუშალოს შესწავლაში. ისინი უდავოდ იმასაც დაინახავენ, რომ მსახურებაში მზადყოფნის სულს ვავლენთ და ძლიერი რწმენა გვაქვს. გასაკვირი არაა, რომ ბიბლიის შემსწავლელები, რომლებიც იესოს მაგალითს მიჰყვებიან, გულმოდგინე და წარმატებული მქადაგებლები ხდებიან.

4. რა შეიძლება ისწავლონ სხვებმა ჩვენი მაგალითით, როდესაც კრების შეხვედრებს ვესწრებით?

4 კრებაზე ყოფნისას: ქრისტიანული კრების წევრები თავიანთი მაგალითით კრების შეხვედრებზეც ასწავლიან სხვებს. დაინტერესებულები, რომლებიც კრების შეხვედრებზე იწყებენ სიარულს, დიდ სარგებლობას იღებენ, როდესაც აკვირდებიან კრების წევრების კარგ მაგალითს. მათ მხედველობიდან არ რჩებათ და-ძმებს შორის არსებული ძმური სიყვარული, ქრისტიანული ერთობა და მათი მოკრძალებული გარეგნობა (ფსალმ. 133:1). არც კრების შეხვედრებზე ჩვენი რეგულარული დასწრება და არც კომენტარების გაკეთება რჩებათ მათ შეუმჩნეველი. ერთი პიროვნება, რომელიც კრების შეხვედრას ესწრებოდა, აკვირდებოდა, თუ რა სწრაფად პოულობდა პატარა გოგონა ბიბლიურ მუხლებს თავის ბიბლიაში და რა ყურადღებით ადევნებდა მათ თვალს. მისმა მაგალითმა აღძრა ეს პიროვნება, რომ ბიბლიის შესწავლა დაეწყო.

5. რატომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაგალითი?

5 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ერთმანეთის კარგ მაგალითს მივბაძოთ (ფილ. 3:17; ებრ. 13:7). ამიტომ უნდა გვახსოვდეს — თუ ფეხდაფეხ მივყვებით იესოს მაგალითს, ეს სხვებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და ჩვენმა კარგმა მაგალითმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს მათზე. მოდი ყოველთვის ვიფიქროთ ამაზე და გულთან ახლოს მივიტანოთ 1 ტიმოთეს 4:16-ში ჩაწერილი სიტყვები: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება