იქადაგე გადაუდებლად!
1. პავლეს რომელი მოწოდებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეს?
1 „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“ (2 ტიმ. 4:2). რატომ არის პავლეს ეს მოწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენს დროში? როგორ უნდა იმოქმედოს ამ სიტყვებმა როგორც ჩვენს, ისე სხვების ცხოვრებაზე?
2. რატომ უნდა ვეძებოთ გულმოდგინედ ისინი, ვისაც ჯერ არ მოუსმენია სასიხარულო ცნობა?
2 ქადაგებაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული: მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ჯერაც არ მოუსმენია სასიხარულო ცნობა, რომელსაც მათი ხსნა შეუძლია (რომ. 10:13—15; 1 ტიმ. 4:16). ბევრი გულწრფელი ადამიანი ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ხშირად მუშავდება. თუ ასეთ უბნებზე სხვადასხვა დღესა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში მივალთ, შეიძლება სხვადასხვა ადამიანთან მოგვეცეს ქადაგების შესაძლებლობა. ასეთი გულმოდგინე ქადაგების შედეგად სუფთა სინდისი გვექნება და სუფთები ვიქნებით ყველას სისხლისგან (საქ. 20:26).
3. როგორ შეგვიძლია დროის გონივრულად გამოყენება მსახურებაში?
3 სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ‘თავიანთი სწავლებით იერუსალიმი აავსეს’ (საქ. 5:28). ვქადაგებთ ჩვენც საფუძვლიანად? (საქ. 10:42). გონივრულად ვიყენებთ დროს მსახურებაში? ვესაუბრებით გამვლელებს, სანამ პარტნიორს ველოდებით, რომ მსახურება გავაგრძელოთ?
4. როგორ გვეხმარება ‘გადაუდებლად ქადაგება’ სიფხიზლის შენარჩუნებაში?
4 ქადაგება სიფხიზლის შენარჩუნებაში გვეხმარება: ამ ქვეყნიერების აღსასრული კარს არის მომდგარი, ამიტომ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ (1 თეს. 5:1—6). როდესაც სხვებს რეგულარულად ვესაუბრებით სამეფოს იმედზე, ეს გვეხმარება, გული არ დაგვიმძიმდეს ცხოვრებისეული საზრუნავით (ლუკ. 21:34—36). თუ ყოველთვის გვემახსოვრება იეჰოვას დღე, აღძრულები ვიქნებით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობის გადასაცემად ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ (2 პეტ. 3:11, 12).
5. რისკენ აღგვძრავს ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლესთან დაკავშირებით?
5 როდესაც ‘გადაუდებლად ვქადაგებთ’, სიცოცხლესთან დაკავშირებით ვირეკლავთ იეჰოვას თვალსაზრისს, რომელსაც „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9; ეზეკ. 33:11). ასე რომ, ყველანაიარად ვეცადოთ, ჩვენს უბნებზე რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვესაუბროთ და განვადიდოთ იეჰოვა მათთან! (ფსალმ. 109:30).