თვის მუხლი: „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“ (2 ტიმ. 4:2).
როგორ ვიქადაგოთ გადაუდებლად?
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რამდენად გადაუდებელია ქადაგების საქმე, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი გადარჩენა ქვეყნიერების აღსასრულისას. თუ ყურად ვიღებთ ქვემოთ მოცემულ შეხსენებებს, ქადაგების საქმეს არ გადავდებთ.
გამუდმებით ილოცე სამეფოზე (მათ. 6:10).
ყოველდღიურად იკითხე ბიბლია და დაიცავი გული (ებრ. 3:12).
გონივრულად გამოიყენე დრო (ეფეს. 5:15, 16; ფილ. 1:10).
სუფთად შეინახე თვალი. ქვეყნიურმა სურვილებმა ყურადღება სხვა რამეზე არ გადაგატანინოს (მათ. 6:22, 25; 2 ტიმ. 4:10).
ფხიზლად იყავი და დაუკვირდი, როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები (მარ. 13:35—37).
თუ გვესმის, რამდენად გადაუდებელია დამოწმების საქმე, სრულ მონაწილეობას მივიღებთ მასში, რადგან ქადაგება ჯერ არ დასრულებულა (იოან. 4:34, 35).