საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/11 გვ. 1
  • შესანიშნავი დამოწმება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შესანიშნავი დამოწმება
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
  • მსგავსი მასალა
  • გულთბილად შეხვდი სტუმრებს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვინც გახსენების საღამოს დაესწრება?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • გულთბილად შევხვდეთ სტუმრებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • მადლიერება გამოხატე იეჰოვას სიკეთისთვის
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
km 4/11 გვ. 1

შესანიშნავი დამოწმება

1. გახსენების საღამოზე მოხსენების გარდა, კიდევ რა ახდენს შთაბეჭდილებას დამსწრეებზე? ახსენი.

1 სად? გახსენების საღამოზე. და-ძმებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისათვის, რომ ხალხი მოეწვიათ ამ შეხვედრაზე. დამსწრეებზე მხოლოდ ის არ მოახდენს შთაბეჭდილებას, რასაც მოისმენენ. ერთმა ქალმა გახსენების საღამოზე დასწრების შემდეგ განსაკუთრებით აღნიშნა ის, რაც ნახა. მან თქვა, რომ ყველა იყო მეგობრული; ასევე მოეწონა ლამაზი და სუფთა დარბაზი, რომლის მოვლაზეც მოხალისეები ზრუნავდნენ. ასე რომ, არა მხოლოდ მომხსენებელი, არამედ თითოეული ჩვენგანი ამოწმებს წლის ამ უმნიშვნელოვანეს საღამოზე (ეფეს. 4:16).

2. როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს სტუმრებთან დამოწმება?

2 გულთბილად მიესალმეთ დამსწრეებს: ჩვენი გულთბილი მისალმება და ღიმილი დამსწრეებისთვის კარგი დამოწმება იქნება (იოან. 13:35). ცხადია, ყველას ვერ გამოელაპარაკები, მაგრამ შეგიძლია გაეცნო მას, ვინც შენ გვერდით მოხვდება (ებრ. 13:1, 2). მხედველობიდან არ გამოგრჩეს ისინი, ვინც, როგორც ჩანს, არავის იცნობენ. ალბათ, მათ მოსაწვევი კამპანიის დროს მიიღეს. შეგიძლია ჰკითხო: „აქ პირველად ხართ?“ შესთავაზე შენს გვერდით დაჯდომა და უთხარი, რომ არ მოერიდოს კითხვების დასმა. თუ დარბაზში გახსენების საღამოს სხვა კრებაც ატარებს და ამიტომ მალევე გიწევს მისი დატოვება, სტუმარს შეგიძლია უთხრა: „სიამოვნებით გავიგებდი, თუ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ დღევანდელ შეხვედრაზე. როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება?“

3. როგორ შეგვიძლია თბილად შევხვდეთ არააქტიურებს?

3 თბილად შეხვდით არააქტიურებს: ცხადია გახსენების საღამოს დაესწრებიან არააქტიური მაუწყებლებიც. ზოგიერთ მათგანს კრებასთან ურთიერთობა წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ამ საღამოს, აქვს. გულთბილად მიიღეთ ისინი და აგრძნობინეთ, რომ ნამდვილად გიხარიათ მათი ნახვა (რომ. 15:7). გახსენების საღამოს შემდეგ უხუცესები მალევე მიაკითხავენ ასეთ მაუწყებლებს სახლში, რომ გაამხნევონ ისინი და აღძრან, კვლავ იარონ კრებებზე. ვლოცულობთ, რომ მრავალ დამსწრეს გაუჩნდეს ღვთის განდიდების სურვილი არა მარტო მოსმენილის, არამედ „თქვენი კარგი საქმეების“ დანახვის საფუძველზეც (1 პეტ. 2:12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება