შეთავაზების ნიმუშები
ივნისის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი ან ახლობელი არ ჰყავდეს დაღუპული. თუ გაქვთ იმედი, რომ ოდესმე შეხვდებით მათ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ ამ მანუგეშებელ აზრს“. წაიკითხე და განიხილე 1 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ მე-16 გვერდზე პირველი ქვესათაური. შემდეგ წაიკითხე ამავე ქვესათაურში მოყვანილი ერთ-ერთი მუხლი. შესთავაზე ჟურნალები და უთხარი, რომ შემდეგში მომდევნო კითხვაზე გასცემ პასუხს.
საგუშაგო კოშკი 1 ივნისი
„მრავალს თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი; ზოგს ლუკმაპურიც კი ენატრება. როგორ ფიქრობთ, დადგება დრო, როდესაც არავინ იქნება ღარიბი? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნის 9:18.] ამ ჟურნალში აღნიშნულია, თუ რა იწვევს სიღარიბეს და რას ამბობს ბიბლია ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით“.
გამოიღვიძეთ! ივნისი
„ტერორიზმი გლობალური პრობლემა გახდა. როგორ ფიქრობთ, რა არის ტერორიზმის გამომწვევი მიზეზი? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლიის ეს სიტყვები იმედს გვისახავს [წაიკითხე ფსალმუნის 72:7, 14.] ამ ჟურნალში განხილულია ტერორიზმის გამომწვევი ზოგიერთი მიზეზი; აგრეთვე ახსნილია, თუ რას ამბობს ბიბლია, როგორ და როდის მოეღება ბოლო ტერორიზმს“.