შეთავაზების ნიმუშები
ივნისის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლის დაწყება
„რას ფიქრობთ ამ საინტერესო კითხვაზე?“ [აჩვენე 1 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ უკანა გვერდზე მოცემული პირველი კითხვა.] დაელოდე, გიპასუხოს. მობინადრესთან ერთად განიხილე პირველი კითხვის ქვეშ მოცემული ინფორმაცია და ერთი ბიბლიური მუხლი მაინც. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა პასუხი გასცე მომდევნო კითხვას.
საგუშაგო კოშკი 1 ივნისი
«მოწევის შედეგად ყოველწლიურად 6 000 000 ადამიანი კვდება. თქვენი აზრით, შესაძლებელია ამ „პანდემიის“ შეჩერება? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრს ღვთის თვალსაზრისი დაეხმარა, არ გაჰკარებოდა სიგარეტს ან თავი დაენებებინა ამ ცუდი ჩვევისთვის. მაგალითად, ამ ბიბლიურმა მუხლმა ზოგი დააფიქრა, თუ როგორ მოქმედებს მოწევა სხვებზე [წაიკითხე 1 კორინთელების 10:24.] ამ ჟურნალში ახსნილია, როგორ ეხმარება ადამიანს ღვთის თვალსაზრისი, თავი დაანებოს მოწევას».
გამოიღვიძეთ! ივნისი
«სოციალური ქსელების მეშვეობით დღეს ხალხს ბევრად უფრო მეტი „მეგობარი“ ჰყავს, ვიდრე — ოდესმე. თქვენი აზრით, რომელი თვისება უნდა გამოარჩევდეს ნამდვილ მეგობარს? [დაელოდე, გიპასუხოს.] აი, რა წერია ბიბლიაში მეგობრობაზე. [წაიკითხე იაკობის 1:19.] ამ ჟურნალში საუბარია ოთხ პრინციპზე, რომლის გამოყენებაც ადამიანს სხვებისთვის სასურველ მეგობრად აქცევს».