დაეხმარე მობინადრეს, იმსჯელოს
1. როგორი მიდგომა არის საუკეთესო მსახურებაში?
1 როგორი მიდგომა არის უფრო ეფექტური მსახურებაში, დოგმატური თუ ისეთი, რომელიც მობინადრეს დაეხმარება იმსჯელოს და სწორ დასკვნამდე მივიდეს? მოციქული პავლე მსჯელობდა, როცა თესალონიკელ იუდეველებს ელაპარაკებოდა. შედეგად, „ზოგმა მათგანმა ირწმუნა“ (საქ. 17:2—4). რა იგულისხმება სხვებთან ერთად მსჯელობაში?
2. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს სასიხარულო ცნობის გავრცელებისას?
2 გაითვალისწინე გრძნობები და წარმოშობა: ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს რომ დავეხმაროთ მსჯელობაში, უნდა გავითვალისწინოთ მათი გრძნობები. არეოპაგში წარმართ ბერძნებთან პავლემ ისეთ საკითხებზე დაიწყო საუბარი, რომელიც მათთვის ნაცნობი და მისაღები იყო (საქ. 17:22—31). ამიტომ, როცა შეთავაზებებს ამზადებ, იფიქრე შენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის რწმენასა და შეხედულებებზე (1 კორ. 9:19—22). თუ მობინადრე გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს, შეეცადე, გამონახო საერთო ენა და საუბარი ამაზე ააგო.
3. როგორ შეგვიძლია კითხვების გონივრულად გამოყენებით ეფექტურად ვიმსჯელოთ სხვებთან?
3 გონივრულად გამოიყენე კითხვები: ჩვენ ვერ დავეხმარებით მგზავრს, მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, თუ არ ვიცით კონკრეტულად სად იმყოფება ის. მსგავსადვე, ვერ დავეხმარებით მობინადრეს, მივიდეს სწორ დასკვნამდე, თუ არ ვიცით მისი შეხედულება. სანამ იესო თავის მსმენელებთან იმსჯელებდა, ის ხშირად უსვამდა მათ კითხვებს, რომელთა მეშვეობითაც იგებდა, რას ფიქრობდნენ ისინი. მაგალითად, ერთხელ ერთმა კაცმა იესოს ჰკითხა: „რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ იესომ ჯერ გაიგო ამ მამაკაცის თვალსაზრისი და პასუხი შემდეგ გასცა (ლუკ. 10:25—28). სხვა შემთხვევაში, როცა პეტრემ ვიღაცას არასწორად უპასუხა, იესომ კითხვების დასმით მას თვალსაზრისი შეუსწორა (მათ. 17:24—26). მსგავსადვე, როდესაც მობინადრე კითხვას გვისვამს ან არასწორ აზრს გამოთქვამს, ჩვენც შეგვიძლია კითხვების დასმით ის მსჯელობისკენ აღვძრათ.
4. რატომ უნდა დავეხმაროთ მობინადრეს, იმსჯელოს?
4 როდესაც მობინადრეს ვეხმარებით, იმსჯელოს, ჩვენ ვბაძავთ დიდებულ მასწავლებელს, იესოს, და პირველ საუკუნეში მცხოვრებ სასიხარულო ცნობის დახელოვნებულ მქადაგებლებს. ჩვენ თავაზიანად ვეპყრობით ხალხს და პატივს ვცემთ მათ (1 პეტ. 3:15). შედეგად, მობინადრეს შეიძლება სურვილი გაუჩნდეს, მეორედ მივაკითხოთ.