საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/11 გვ. 4
  • შეთავაზების ნიმუშები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეთავაზების ნიმუშები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
  • მსგავსი მასალა
  • შეთავაზების ნიმუშები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • რას ამბობს ბიბლია სტიქიურ უბედურებებზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • შეთავაზების ნიმუშები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
  • რატომ ხდება ამდენი სტიქიური უბედურება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
km 11/11 გვ. 4

შეთავაზების ნიმუშები

დეკემბრის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება

„ალბათ, დამეთანხმებით, რომ მეგობრები ყველას სჭირდება. პირადად თქვენ ყველაზე მეტად რას აფასებთ მეგობარში? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი ამ ჟურნალში იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად მეგობრების არჩევისას“. შემდეგ მობინადრეს მიეცი 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, წაუკითხე და ერთად განიხილეთ მე-16 გვერდზე პირველ ქვესათაურში მოცემული ინფორმაცია. წაიკითხე მითითებული ერთი ბიბლიური მუხლი მაინც. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა პასუხი გასცეთ მომდევნო კითხვას.

საგუშაგო კოშკი 1 დეკემბერი

„გიფიქრიათ ოდესმე, რატომ ხდება დღეს ამდენი სტიქიური უბედურება? [დაელოდე, გიპასუხოს.] საინტერესოა, რომ ბიბლია წინასწარმეტყველებს დროზე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იქნებოდა სტიქიური უბედურებები [წაიკითხე მათეს 24:7, 8]. ეს ჟურნალი გვპასუხობს კითხვებზე: რატომ ხდება დღეს ამდენი სტიქიური უბედურება? არის თუ არა ეს ღვთის სასჯელი? რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის ჩარევით მალე ყველა სტიქიური უბედურება წარსულს ჩაჰბარდება?“.

გამოიღვიძეთ! დეკემბერი

წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:16 და შემდეგ უთხარი: „ზოგს სჯერა, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით არის დაწერილი, ზოგს კი — არა. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ძირითადად ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ არც ერთი წიგნის განადგურება არ უცდიათ ისე, როგორც ბიბლიის. ეს ჟურნალი მოგვითხრობს, საუკუნეების მანძილზე როგორ ცდილობდნენ ბიბლიის მოსპობას ან მისი კითხვის აკრძალვას. მასში აგრეთვე ახსნილია, როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება