შეთავაზების ნიმუშები
დეკემბრის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„წელიწადის ამ დროს ბევრი ფიქრობს იესოზე. თქვენი აზრით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იესომ ჩვენთვის გააკეთა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ მე-16 გვერდზე მოცემული სტატიის სათაურს“. მობინადრეს მიეცი 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ და ერთად განიხილეთ რომელიმე ქვესათაური და მითითებული ერთი ბიბლიური მუხლი მაინც. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა პასუხი გასცეთ მომდევნო კითხვას.
საგუშაგო კოშკი 1 დეკემბერი
„ამ პერიოდში მრავალს აქვს საშობაო განწყობა. თქვენი აზრით, ამ ჩამონათვალიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საშობაო განწყობის შესაქმნელად? [აჩვენე მე-3 გვერდზე მოცემული ჩამონათვალი და დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ გადაუშალე შესაბამისი სტატია და წაიკითხე მთავარი მუხლი.] ამ ჟურნალში განხილულია, თუ რა დაგვეხმარება, გვახსოვდეს იესო მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ შობის დროს“.
გამოიღვიძეთ! დეკემბერი
„დღეს ძალიან ბევრი დაძაბულია და სტრესს განიცდის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ადამიანები დღეს უფრო მალე გამოდიან მდგომარეობიდან? [დაელოდე, გიპასუხოს.] ზოგს სწამს, რომ ვცხოვრობთ ნაწინასწარმეტყველებ რთულ დროში. ნახეთ, რა წერია 2 ტიმოთეს 3:1-ში. [წაიკითხე.] ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რატომ არის მოუთმენლობა ცუდი და მოცემულია რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება, ვიყოთ უფრო მომთმენები“.