საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/12 გვ. 1
  • იყენებ ამ ბროშურებს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყენებ ამ ბროშურებს?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • წიგნი ყველასთვის
  • შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
  • სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
  • ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია
  • შევთავაზოთ ახალი ბროშურა
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
  • როგორ გამოვიყენოთ ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • მიბაძე იეჰოვას სხვებზე წრფელად ზრუნვაში
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • აუწყე კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ ბროშურებით
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
km 1/12 გვ. 1

შეინახე

იყენებ ამ ბროშურებს?

რას გვამცნობს ბიბლია?

გამოცემულია მათთვის, ვინც ცოტა რამ თუ იცის ბიბლიის შესახებ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არაქრისტიანული რელიგიის მიმდევარია

როგორ შევთავაზოთ: „რას ფიქრობთ საღვთო წერილებში (ან ამ წმინდა წიგნში) ჩაწერილი ერთი აზრის შესახებ? [წაიკითხე ფსალმუნის 37:11, რომელზეც საუბარია მე-11 ნაწილში.] თქვენი აზრით, როგორი იქნება დედამიწა, როცა ეს წინასწარმეტყველება შესრულდება? [დაელოდე, გიპასუხოს.] ეს არის ის ბიბლიური იმედი და ნუგეში, რომლის მიღებაც ყველა კულტურისა თუ მრწამსის ადამიანს შეუძლია“. წაიკითხე მე-3 გვერდის დასაწყისში მოცემული აბზაცი და შესთავაზე ბროშურა.

შეგიძლია სცადო ეს მიდგომა: თუ ატარებ ბიბლიის შესწავლას წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ მასთან, ვინც ქრისტიანულ რელიგიას არ მიეკუთვნება, თითოეული შესწავლის დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ რამდენიმე წუთი დაუთმე ამ ბროშურის ერთი ნაწილის განხილვას. ამით შემსწავლელს ზოგადი წარმოდგენა შეექმნება ბიბლიაზე.

წიგნი ყველასთვის

გამოცემულია განათლებული ადამიანებისთვის, რომლებმაც ცოტა რამ თუ იციან ბიბლიის შესახებ

როგორ შევთავაზოთ: წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:16, 17. შემდეგ უთხარი: „ეთანხმებით იმ აზრს, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული? თუ ფიქრობთ, რომ ის, უბრალოდ, კარგი წიგნია? [დაელოდე, გიპასუხოს.] უმრავლესობას აქვს ამ საკითხზე თავისი მოსაზრება, მაგრამ სინამდვილეში, ცოტას თუ გამოუკვლევია ბიბლია. [წაიკითხე მე-3 გვერდის დასაწყისში მოცემული შემთხვევა.] ამ საინტერესო ბროშურაში მოყვანილია საფუძვლიანი მიზეზები, თუ რატომ უნდა იკვლევდნენ ბიბლიას ყველა წარმოშობისა თუ მრწამსის ადამიანები“.

შეგიძლია სცადო ეს მიდგომა: თუ მობინადრე აიღებს ბროშურას, უთხარი: „ერთი მიზეზი, რომლის გამოც მრავალი მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს ბიბლიის კითხვას არის ის, რომ რელიგიები ბიბლიას და მის სწავლებებს არასწორად წარადგენენ. შემდეგი შეხვედრისას ამის ერთ მაგალითს მოგიყვანთ“. განმეორებითი მონახულების დროს განიხილე მე-4 და მე-5 გვერდებზე მოცემული ფაქტებიდან რამდენიმე.

შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!

გამოცემულია მათთვის, ვისაც განათლება არ მიუღია ან კითხვა უჭირს

როგორ შევთავაზოთ: „როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, გავხდეთ ღვთის მეგობრები? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იაკობის 2:23.] ეს ბროშურა დაგვეხმარება აბრაამივით ჩვენც გავხდეთ ღვთის მეგობარი“.

შეგიძლია სცადო ეს მიდგომა: პირველი შეხვედრისას თუ განმეორებითი მონახულების დროს მთლიანად ან ნაწილობრივ განიხილეთ პირველი გაკვეთილი და ამგვარად აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა.

სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება

გამოცემულია ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სკოლაში ევოლუციის თეორიას ასწავლიან; აგრეთვე ევოლუციონისტებთან, აგნოსტიკოსებსა და ათეისტებთან სასაუბროდ (ეს ბროშურა არ არის განკუთვნილი კარდაკარ მსახურების დროს გასავრცელებლად.)

როგორ გამოვიყენოთ ის ევოლუციონისტთან ან ათეისტთან საუბრისას: „თითქმის ყველა სამეცნიერო სახელმძღვანელო ასწავლის ევოლუციას. თქვენი აზრით, ეს თეორიაა თუ უკვე დადასტურებული ფაქტი? [დაელოდე, გიპასუხოს.] ალბათ, დამეთანხმებით, რომ სწორ დასკვნამდე მისასვლელად საჭიროა ორივე შეხედულების გამოკვლევა. ამ ბროშურაში მოყვანილმა ზოგიერთმა მტკიცებულებამ მრავალი დაარწმუნა, რომ სიცოცხლე შემოქმედების ნაყოფია“.

შეგიძლია სცადო ეს მიდგომა: თუ სკოლაში დადიხარ, ბროშურა დადე მერხზე და ნახე, ვინ დაინტერესდება მისით.

ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია

გამოცემულია მუსლიმანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ იქ, სადაც ბიბლიის შესწავლა თავისუფლად არის შესაძლებელი

როგორ შევთავაზოთ: აჩვენე მე-16 და მე-17 გვერდებზე მოცემული სურათი და უთხარი: „ეს სურათი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც დღეს ვხედავთ მსოფლიოში. თქვენი აზრით, შესაძლებელია ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიო ასეთი გახდეს? [დაელოდე, გიპასუხოს.] ზუსტად ეს დაპირებაა მოცემული ღვთის წიგნში. [ბიბლიიდან წაიკითხე ერთ-ერთი ციტირებული მუხლი.] ეს ბროშურა გვეხმარება, განვივითაროთ ნამდვილი რწმენა, რომ ეს დაპირებები აუცილებლად შესრულდება“.

შეგიძლია სცადო ეს მიდგომა: პირველი მონახულების ბოლოს მობინადრეს სთხოვე, აირჩიოს ბოლო გვერდზე მოცემული კითხვებიდან ერთ-ერთი. შემდეგ უთხარი, რომ ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო შეხვედრისას გასცემთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება