„იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა, ნაწილი I: სიბნელიდან გამოსულნი“
ბიბლიაში ჭეშმარიტება სინათლესთან არის გაიგივებული, სიცრუე — სიბნელესთან (ფსალმ. 43:3; ეს. 5:20). სატანამ ქვეყნიერებაში სიბნელე მაშინ შემოიტანა, როცა ევა შეაცდინა და, საბოლოოდ, მან მთელი ქვეყნიერება გახვია სიბნელეში (გამოცხ. 12:9). ვიდეოფილმში „იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა, ნაწილი I: სიბნელიდან გამოსულნი“ მოთხრობილია, როგორ დაიწყო სულიერმა სინათლემ სიბნელისგან გამოყოფა (ეს. 60:1, 2). ფილმის ყურების შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს.
1) როგორ გავრცელდა სიბნელე მოციქულების სიკვდილის შემდეგ? 2) მე-12 საუკუნიდან დაწყებული რა დაეხმარა ხალხს, მიმხვდარიყო, რომ ეკლესიის სწავლებები არ იყო ჭეშმარიტი? 3) ვინ იყვნენ ჰენრი გრუ და ჯორჯ სტორზი? 4) ჩარლზ რასელის ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რამ იმოქმედა მასზე? 5) როგორ ჩამოაყალიბა ძმა რასელმა, მამამისთან და რამდენიმე ნაცნობთან ერთად ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი? 6) რატომ შეუერთდა ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ნელსონ ბარბორის ჯგუფს, მაგრამ რატომ გამოეყო ძმა რასელი მას? 7) რა მოხდა 1879 წლის ივლისში, საიდანაც სულიერი ნათების ახალი ეპოქა დაიწყო? 8) რას აკეთებდა ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად იმ დროიდან მოყოლებული? 9) რას ელოდნენ ბიბლიის მკვლევრები 1914 წელს? 10) რა განსაცდელებს შეხვდნენ ისინი ძმა რასელის სიკვდილის შემდეგ? 11) რა გააკეთეს ბიბლიის მკვლევრებმა ძმა რასელისა და მისი თანამოაზრეების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ? 12) როგორ გაგიღრმავა ამ ფილმის ყურებამ მადლიერების გრძნობა იეჰოვას ორგანიზაციის მიმართ? 13) როგორ დაგეხმარება ეს ფილმი, სირთულეების მიუხედავად, გაბედულად განაგრძო ქადაგება? 14) როგორ შეგვიძლია ამ ფილმით დავეხმაროთ ნათესავებს, ბიბლიის შემსწავლელებსა და სხვებს?
მართლაცდა, რა ძვირფასი სულიერი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ბიბლიის მკვლევრებმა! სულიერად ბნელ ქვეყნიერებაში ისინი გაბედული და გულმოდგინე სინათლის მატარებლები იყვნენ. მოდი, მივბაძოთ მათ მაგალითს და „ვიაროთ, როგორც სინათლის შვილებმა“ (ეფეს. 5:8).