„იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა, ნაწილი 2: გამოანათოს სინათლემ“
1919 წელს ძმა რუტერფორდისა და მისი თანამოაზრეების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ბიბლიის მკვლევრებს უზარმაზარი საქმე უნდა შეესრულებინათ. როგორც ეს ჩანს ვიდეოფილმიდან „იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა, ნაწილი 2: გამოანათოს სინათლემ“, ბიბლიის მკვლევრებს ეყოლებოდათ მრავალი მოწინააღმდეგე, ისინი უკეთ ჩასწვდებოდნენ წმინდა წერილების მნიშვნელობას და მათი რწმენა უფრო განმტკიცდებოდა (იგავ. 4:18; მალ. 3:1—3; იოან. 15:20). ამ ფილმის ყურების შემდეგ შეგიძლიათ უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს?
1) რა მეთოდებს იყენებდნენ ბიბლიის მკვლევრები სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად? 2) რა მოხდა 1931 და 1935 წლებში ჩატარებულ ისტორიულ კონგრესებზე? 3) რა მნიშვნელოვანი საკითხი იყო გაშუქებული 1939 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“? 4) რა მოხდა „მედისონ-სკვერ-გარდენში“, როცა ძმა რუტერფორდი წარმოთქვამდა მოხსენებას „მთავრობა და მშვიდობა“? 5) რით იყო საყურადღებო ძმა ნორის მოხსენება „მშვიდობა — დიდხანს გასტანს?“ 6) სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოების რა გეგმები შეიმუშავეს იეჰოვას მოწმეებმა 1942 წელს? 7) რა იურიდიული ბრძოლები მიმდინარეობდა შეერთებულ შტატებში, კანადასა და საბერძნეთში? 8) რა როლი შეასრულა სკოლა „გალაადმა“ სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში? 9) რა მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო 1946 წელს და რატომ? 10) რა ზომებს მიმართეს იეჰოვას მოწმეებმა იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი მოქმედებები ბიბლიურ ნორმებს შეესაბამებოდა? 11) რა ორგანიზაციული ცვლილებები მოხდა 1970-იან წლებში იმისათვის, რომ ზუსტად მიჰყოლოდნენ ბიბლიურ ნიმუშს? 12) როგორ დაგვეხმარა ამ ფილმის ყურება, უკეთ გაგვეგო, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას და რომ ეს მართლაც მისი ორგანიზაციაა? 13) როგორ გვეხმარება ეს ფილმი, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად, კვლავაც შემართებით ვიქადაგოთ? 14) როგორ შეგვიძლია ამ ფილმით დავეხმაროთ ჩვენს ნათესავებს, ბიბლიის შემსწავლელებსა და სხვებს?
ყოველი განვლილი დღე იეჰოვას მოწმეების ისტორიის ერთი ფურცელია. რა იწერება ამ ფურცელზე მსახურებაში თქვენი ძალისხმევის შესახებ? როგორც წარსულში აკეთებდნენ ამას ჩვენი ძმები, დაე, ჩვენმა „სინათლემაც გამოანათოს“ (2 კორ. 4:6).