„ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“ (ნაწილი 1)
როდესაც ახალგაზრდები სრულწლოვანების ასაკს აღწევენ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. სწორედ მათ დასახმარებლად გამოვიდა ფილმი „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“. ფილმის მთავარ მენიუში აირჩიეთ „ფილმის ჩვენება“ და უპასუხეთ მე-2 აბზაცში მოცემულ კითხვებს. შემდეგ კი მთავარ მენიუში აირჩიეთ „ინტერვიუები“, იქ კი — „წარსულის გახსენება“ და უპასუხეთ მე-3 აბზაცში მოცემულ შეკითხვებს.
ფილმი. 1) როგორ ჰგავს ტიმოთესა და თანამედროვე ახალგაზრდა ქრისტიანების სიტუაცია ერთმანეთს? 2) როგორ ზეწოლას განიცდიდა ანდრე, რომ წარმატებებისთვის მიეღწია სპორტში? 3) რა უთხრა ძმა ფლაისიგმა ანდრეს ა) იეჰოვასა და სპორტზე მიძღვნასთან დაკავშირებით? (მათ. 6:24). ბ) ნამდვილი ბედნიერების შესახებ? გ) იმასთან დაკავშირებით, თუ რას ახსენებდა ჯამი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში ჰქონდა? დ) იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მასთან და მის მეუღლესთან ერთად არიან ფოტოზე? ე) იმასთან დაკავშირებით, ნანობდა თუ არა, რომ უარი თქვა თავის ოცნებებზე? (ფილ. 3:8). 4) როგორ უპასუხა ბებიამ ანდრეს შეკითხვას: „არასწორია, სპორტის ვარსკვლავი რომ მინდა გავხდე?“ (ლუკ. 4:5—7). 5) მოუტანა სირბილში გამარჯვებამ ანდრეს ნამდვილი კმაყოფილება? 6) რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ანდრესთვის მიწერილი ძმა ფლაისიგის წერილიდან? (იგავ. 10:22). 7) რის დანახვაში დაეხმარა ფლაისიგი ანდრეს?
წარსულის გახსენება. 8) რა კარიერა ჰქონდათ დასახული ერთ ძმასა და ერთ დას და რატომ? 9) რა წარმატებებს მიაღწიეს მათ? 10) რამ აღძრა თითოეული მათგანი, ცვლილებები მოეხდინათ ცხოვრებაში? (2 კორ. 5:15). 11) რა თეოკრატიული საქმიანობით ჩაანაცვლეს მათ თავიანთი კარიერა და რატომ ფიქრობდნენ, რომ შეუძლებელი იყო ორივე საქმისთვის თავის მიძღვნა? 12) ნანობენ ისინი, რომ სხვა მიზნები დაისახეს? 13) ამ და-ძმის ნათქვამიდან ყველაზე მეტად რამ დაგაფიქრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას აირჩევ ცხოვრებაში?
უყურე აგრეთვე სხვა ინტერვიუებსა და დამატებით მასალას და მოამზადე კომენტარები, რადგან ეს განხილული იქნება მომავალ კვირას სამსახურებრივ შეხვედრაზე.