ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი — მათთვის, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს
აჩვენე ჩვენი ვებ-გვერდი. აჩვენე, როგორ შეუძლია მას გამოიყენოს „ჟესტების ენის“ ჩამონათვალი, რომ თავის ენაზე ნახოს ვებ-გვერდი (ზოგიერთ ენაზე ვებ-გვერდის მხოლოდ გარკვეული ნაწილია ხელმისაწვდომი).
აჩვენე ვებ-გვერდი თავის ენაზე. აჩვენე ჩვენს ვებ-გვერდზე ერთ-ერთი პუბლიკაცია, მაგალითად, წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ტრაქტატი „სიმართლე“. მობინადრის ენა შეგიძლია აირჩიო ჩამონათვალში „ენა“.
მოასმენინე სტატია. მოძებნე სტატია, რომლის აუდიოჩანაწერი იქნება მოცემული მის ენაზე და ჩაურთე. თუ სწავლობ უცხო ენას, დამხმარე იქნება კითხვის დროს მოუსმინო აუდიოფაილებს ამ ენაზე. იხილე „პუბლიკაციები/წიგნები და ბროშურები“ ან „პუბლიკაციები/ჟურნალები“.
დაუმოწმე ყრუ-მუნჯებს. თუ შეხვდები ყრუ-მუნჯს, აჩვენე ბიბლიის, წიგნის, ბროშურის ან ტრაქტატის ვიდეო ჟესტების ენაზე. იხილე „პუბლიკაციები/ჟესტების ენა“.
[დიაგრამა 6 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სცადე
1 დააწკაპუნე ▸ ღილაკზე, რომ ჩართო არჩეული აუდიოჩანაწერი (თუ არის თქვენს ენაზე) ან ამ პუბლიკაციის ჩამოსატვირთად დააწკაპუნე ერთ-ერთ ღილაკს მენიუში „სასურველი ფორმატი“.
2 აირჩიე სხვა ენა ჩამონათვალიდან „ენა“ და აჩვენე ვებ-გვერდი მის ენაზე.
3 დააწკაპუნე „მომდევნო“ ან ბმულზე „სარჩევი“, რათა წაიკითხო სხვა სტატია ან თავი.