„საფუძვლიანად დავამოწმოთ“
1. მსახურების რა კარგი მაგალითი დაგვიტოვა მოციქულმა პავლემ?
1 „ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმ. 4:5). მოციქულ პავლეს ჰქონდა სიტყვაში სითამამე, ასეთი რჩევა რომ მიეცა ტიმოთესთვის. ახ. წ. 47—56 წლებში პავლემ დაასრულა სამი მისიონერული მოგზაურობა. წიგნ „საქმეებში“ არაერთხელ მეორდება, რომ პავლე „საფუძვლიანად ამოწმებდა“ (საქ. 23:11; 28:23). ჩვენ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება დღეს?
2. როგორ დავამოწმოთ საფუძვლიანად კარდაკარ მსახურებისას?
2 კარდაკარ. მობინადრეებს, რომლებსაც არასდროს არ მოუსმენიათ სასიხარულო ცნობა, საჭიროა, სხვადასხვა დროს მივაკითხოთ. ისინი სახლში შეიძლება საღამო საათებში ან შაბათ-კვირას დაგვხვდნენ. თუ სახლში არავინ გვხვდება, კვლავ და კვლავ უნდა მივიდეთ, რომ ვინმეს მაინც გავესაუბროთ. რა უნდა გააკეთო, თუ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ ნახე მობინადრე? შესაძლოა, წერილის დაწერა ან ტელეფონით დაკავშირება, რასაც შეიძლება კარგი შედეგები მოჰყვეს.
3. საჯაროდ და არაფორმალურად ქადაგების რა შესაძლებლობები გაქვს?
3 საჯაროდ და არაფორმალურად. დღეს იეჰოვას მსახურები „ჭეშმარიტ სიბრძნეს“ ყველას აცნობენ, ვისაც მოსმენა სურს. ხანდახან ეს „ქუჩასა“ და „მოედნებზე“ ხდება (იგავ. 1:20, 21). გვესმის, რომ უნდა ვიქადაგოთ ყოველდღიური საქმეების მიუხედავად? ვართ მთლიანად ჩაბმული „სიტყვის ქადაგებაში“? (საქ. 18:5). თუ ასეა, ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, დავამოწმოთ საფუძვლიანად (საქ. 10:42; 17:17; 20:20, 21, 24).
4. როგორ გვეხმარება ლოცვა და ფიქრი, საფუძვლიანად რომ დავამოწმოთ?
4 დროდადრო შეიძლება დამოწმებისგან თავი სისუსტეების ან სიმორცხვის გამო შევიკავოთ. რა თქმა უნდა, იეჰოვას ესმის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები (ფსალმ. 103:14). მიუხედავად ამისა, როცა ასეთი სიტუაციები იქმნება, შეგვიძლია ღმერთს ლოცვით მივმართოთ და გაბედულება ვთხოვოთ (საქ. 4:29, 31). ამასთანავე, პირადი შესწავლა და ღვთის სიტყვაზე ფიქრი დაგვეხმარება, უფრო დავაფასოთ სასიხარულო ცნობა (ფილ. 3:8). ეს აღგვძრავს, მთელი შემართებით გავაცხადოთ ის.
5. როგორ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ იოელის წინასწარმეტყველების შესრულებაში?
5 იოელის წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვას დიდი და შიშისმომგვრელი დღის დადგომამდე ღვთის ხალხი „გააგრძელებდა სვლას“ და არაფერს დართავდა ნებას, შეეწყვიტათ ქადაგება (იოელ. 2:2, 7—9). მოდი, მთლიანად ჩავებათ დამოწმების საქმეში, რომელიც არასდროს განმეორდება.