საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/03 გვ. 3-4
  • გულმოდგინედ დაამოწმე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გულმოდგინედ დაამოწმე
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • მსგავსი მასალა
  • მზად ხარ არაფორმალურად დამოწმებისთვის?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • შენ შეძლებ არაფორმალურად ქადაგებას!
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
  • განადიდე იეჰოვა არაფორმალური ქადაგებით
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • „საფუძვლიანად დავამოწმოთ“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
km 6/03 გვ. 3-4

გულმოდგინედ დაამოწმე

1, 2. რა შთაბეჭდილება მოახდინა შენზე სასიხარულო ცნობის ქადაგებისადმი პავლეს დამოკიდებულებამ და როგორ მიჰბაძავდი მას გულმოდგინე დამოწმებაში?

1 იესოსა და ძველად მცხოვრები ბევრი ერთგული მსახურის მსგავსად, პავლე მოციქულიც ენთუზიაზმით ქადაგებდა სასიხარულო ცნობას ნებისმიერ მდგომარეობაში. მაშინაც კი, როდესაც შინაპატიმრობაში იყო, ის „ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე სრული თავისუფლებით“ (საქ. 28:16—31).

2 ჩვენც შეგვიძლია ყოველთვის გულმოდგინედ დავამოწმოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიქადაგოთ ყველგან, სადაც ხალხს ვხვდებით, მაგალითად, როდესაც გავემგზავრებით საოლქო კონგრესზე „დიდება მიაგე ღმერთს“, კონგრესიდან დაბრუნებისას ან იმ ქალაქში, სადაც კონგრესი ჩატარდება (საქ. 28:23; ფსალმ. 144:10—13).

3. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არაფორმალური ქადაგება არ გახდეს შემთხვევითი დამოწმება?

3 შემთხვევითი თუ არაფორმალური დამოწმება? არის მათ შორის განსხვავება? დიახ. ის, რაც შემთხვევითია, განზრახვის გარეშე, დაუგეგმავად ხდება და ნაკლებად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენს მსახურებაზე ამას ვერ ვიტყვით. პავლეს მსგავსად, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ქადაგებით დიდება მივაგოთ ღმერთს და მიზნად დავისახოთ სასიხარულო ცნობის გავრცელება ზაფხულში, სადაც არ უნდა წავიდეთ, ყოველ შესაფერის სიტუაციაში. მაგრამ, ასეთ შემთხვევებში საუბარი მართლაც არაფორმალურად უნდა წამოვიწყოთ, ესე იგი გულთბილად, მეგობრულად და არაოფიციალურად. ასეთმა მიდგომამ შეიძლება კარგი ნაყოფი გამოიღოს.

4. რა დაეხმარა პავლეს, რომ ექადაგა თავის დროებით საცხოვრებელ ადგილას?

4 მზად იყავი ქადაგებისთვის. სანამ შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, პავლე, ასე ვთქვათ, ქმნიდა ქადაგებისთვის ხელსაყრელ სიტუაციებს. მან გამოავლინა ინიციატივა და თავის სახლში იუდეველი წინამძღოლები მიიწვია (საქ. 28:17). მართალია, რომში უკვე არსებობდა ქრისტიანული კრება, მაგრამ პავლემ იცოდა, რომ იუდეველთა საზოგადოებას პირველწყაროდან მწირი ინფორმაცია ჰქონდა ქრისტიანობის შესახებ (საქ. 28:22; რომ. 1:7). ის არ წყვეტდა გულმოდგინე ქადაგებას იესო ქრისტესა და სამეფოს შესახებ.

5, 6. რა შესაძლებლობები გვაქვს არაფორმალურად დასამოწმებლად და როგორ უნდა მოვემზადოთ ამისთვის, რათა ეფექტურად ვიქადაგოთ?

5 დაფიქრდი მათზე, ვისაც შეხვდები მგზავრობისას: ბევრს მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს იეჰოვას მოწმეების შესახებ. მათ შეიძლება არც კი იციან, რომ ადამიანებს ბიბლიის უფასო შესწავლას ვთავაზობთ. მზად იყავი, რომ გამოიყენო ქადაგების შესაძლებლობა მათთან, ვისაც შეხვდები მგზავრობისას, გზაში შესასვენებლად გაჩერებისას, ავტოგასამართ სადგურებში, მაღაზიებში, დასასვენებელ სახლში, სასადილოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასე შემდეგ. წინასწარ მოიფიქრე, რას იტყვი საუბრის წამოსაწყებად, რომ შემდეგ მოკლედ უქადაგო მოსაუბრეს. შესაძლებელია გამგზავრებამდე მეზობლებთან, ნათესავებთან, თანამშრომლებთან და ნაცნობებთან სცადო არაფორმალური ქადაგება, რაც გზაში ქადაგებისთვის მოგამზადებს.

6 საჭიროა თან გქონდეს პუბლიკაციები, რომლებიც გამოგადგება არაფორმალური ქადაგებისთვის. კერძოდ რომელი? შეგიძლია გამოიყენო ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“. მიაქციე ყურადღება პირველ ხუთ აბზაცს, სადაც მოცემულია რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არის საჭირო ბიბლიის კითხვა. აჩვენე ტრაქტატის ბოლო გვერდზე მოთავსებული ტალონი, სადაც ლაპარაკია ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლაზე. როდესაც გულისხმიერ ადამიანს შეხვდები, შესთავაზე ბროშურა „რას მოითხოვს“. ქადაგებისას შეიძლება შეხვდე უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს, ამიტომ თან იქონიე ბროშურა „სასიხარულო ცნობა ყველა ერისთვის“. მე-2 გვერდზე ახსნილია, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ბროშურა მსახურებაში. თუ ავტომობილით მგზავრობ, შეგიძლია თან იქონიო სხვადასხვა ძირითადი პუბლიკაციაც მათთვის, ვინც ნამდვილ ინტერესს გამოავლენს სამეფოს შესახებ ცნობისადმი.

7, 8. რა რჩევა უნდა გავითვალისწინოთ გარეგნობასთან და ქცევასთან დაკავშირებით მგზავრობისას თუ თავისუფალ დროს?

7 ყურადღება მიაქციე გარეგნობასა და ქცევას. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენმა საქციელმა თუ გარეგნობამ სხვებს არ შეუქმნას მცდარი შთაბეჭდილება იეჰოვას ორგანიზაციაზე ან არ მივცეთ მათ იმის მიზეზი, რომ ცუდად ილაპარაკონ მასზე (საქ. 28:22). ეს ეხება არა მარტო კონგრესის მსვლელობის პერიოდს, არამედ მგზავრობასაც და თავისუფალ დროსაც. 2002 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, მე-18 გვერდზე, მე-14 აბზაცში მოცემული იყო ასეთი რჩევა: «ჩვენი ტანსაცმელი არ უნდა იყოს თვალში საცემი, უცნაური, გამომწვევი, ზედმეტად მოკლე, შეხსნილი, ამოღებული ან ძალიან თანამედროვე. საერთო ჯამში, ჩვენი ჩაცმულობა „ღვთისმოსაობაზე“ უნდა მეტყველებდეს. ნუთუ არ უნდა დავფიქრდეთ ამაზე? არ იქნებოდა სწორი, რომ კრების შეხვედრებზე გვცმოდა მოწესრიგებულად, სხვა დროს კი ამისთვის ყურადღება არ მიგვექცია. ჩვენი გარეგნობა ყოველთვის უნდა მეტყველებდეს მოკრძალებულობასა და ღვთისადმი პატივისცემაზე, ვინაიდან დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში ვართ ქრისტიანი მსახურები» (1 ტიმ. 2:9, 10).

8 დიახ, ჩაცმულობა მოკრძალებული და ღირსეული უნდა იყოს. თუ ჩვენი გარეგნობა და ქცევა ყოველთვის ქრისტიანული ნორმების შესაბამისია, არასოდეს შევიკავებთ თავს არაფორმალური ქადაგებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაცმულობის გამო თავს უხერხულად ვგრძნობთ (1 პეტ. 3:15).

9. რა წარმატება ჰქონდა პავლეს ქადაგებასთან დაკავშირებით რომში?

9 არაფორმალური ქადაგება ნაყოფიერია. პავლე რომში შინაპატიმრობაში ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მისმა მცდელობამ კარგი ნაყოფი გამოიღო. ლუკა გვამცნობს, რომ ზოგიერთები „ერწმუნენ მის ნალაპარაკევს“ (საქ. 28:24). პავლემ თვითონვე დადებითად შეაფასა თავისი გულმოდგინე დამოწმების შედეგები: „ჩემზე დათეული ამბები ემსახურნენ სახარების დიდ წარმატებას. ისე რომ, ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა მთელი პრეტორიისათვის და ყველა დანარჩენისათვის. უფალში ძმათა უმრავლესობა გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა ღვთის სიტყვა“ (ფილ. 1:12—14).

10. რა საინტერესო შემთხვევა ჰქონდა ერთ წყვილს გასულ ზაფხულს?

10 გასულ ზაფხულს, საოლქო კონგრესის ერთ-ერთი დღის შემდეგ, ერთმა წყვილმა არაფორმალური ქადაგებით კარგ შედეგს მიაღწია, როდესაც ოფიციანტმა მათ სამკერდე ნიშნის შესახებ ჰკითხა. ისინი ესაუბრნენ ამ ქალს კონგრესის შესახებ და იმ იმედზე, რომელსაც ბიბლია კაცობრიობას სთავაზობს. მათ დაუტოვეს ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ და აუხსნეს, როგორ ტარდება ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა. ქალმა გამოთქვა სურვილი, რომ ვინმეს მიეკითხებინა მისთვის სახლში. მან თავისი სახელი, გვარი და მისამართი ჩაწერა ტრაქტატის ბოლო გვერდზე მოთავსებულ ტალონში და სთხოვა, ამისთვის ორგანიზება გაეწიათ. შენ რა სასიხარულო შემთხვევები გელის წელს გულმოდგინე დამოწმების შედეგად?

11. რა თვისება უნდა გამოვიმუშაოთ იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობის შესახებ საფუძვლიანად დავამოწმოთ ამ ზაფხულს?

11 გულმოდგინედ იქადაგე სასიხარულო ცნობა. წარმოიდგინე, რა ბედნიერი იქნებოდა პავლე, როცა გაიგო, რომ მისი თანამორწმუნეები ჰბაძავდნენ მას გულმოდგინებაში! დაე ყველამ ძალ-ღონე მოვახმაროთ სასიხარულო ცნობის გავრცელებას ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ არაფორმალური ქადაგებით და დაე დიდი სარგებლობა მოგვიტანოს საოლქო კონგრესმაც.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

არაფორმალური ქადაგებისთვის საჭირო ლიტერატურა

■ „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ (ტრაქტატი).

■ „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ (ბროშურა).

■ „სასიხარულო ცნობა ყველა ერისთვის“ (ბროშურა).

■ სხვა ძირითადი ლიტერატურა

[ჩარჩო 4 გვერდზე]

არ გამოგრჩეს ისინი!

ვისზეა ლაპარაკი? ყველა იმ დაინტერესებულზე, ვინც ესწრებოდა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ან სპეციალურ მოხსენებას. იწვევ მათ წელს საოლქო კონგრესზე? ალბათ, ბევრი მათგანი დაესწრება კონგრესს, თუ მათ გულთბილად მოვიწვევთ. კონგრესზე ისინი სიამოვნებას მიიღებენ აღმშენებლობითი ურთიერთობითა და გამამხნევებელი სულიერი პროგრამით, ეს კი დაეხმარება მათ, დაუახლოვდნენ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას. შენ სცადე მათი მოწვევა და მათ შეიძლება მოისურვონ კონგრესზე მოსვლა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება