გამოიყენე ვიდეოფილმები
როდესაც იეჰოვა მნიშვნელოვან ცნობას გადასცემდა აბრაამსა და იერემიას, არა მარტო ესაუბრებოდა, არამედ პირდაპირი გაგებით აჩვენებდა ისეთ რამეს, რაც მათ ამ ცნობის გაგებას უადვილებდა (დაბ. 15:5; იერ. 18:1—6). ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, უკეთ ჩასწვდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, თუ გამოვიყენებთ ვიდეოფილმებს. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი რჩევა ამასთან დაკავშირებით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ რჩევებია და ყველა ბიბლიის შემსწავლელს ერთნაირად არ მოერგება.
„რას გვასწავლის ბიბლია?“
◻ თავი 1. მე-17 აბზაცის განხილვის შემდეგ აჩვენე ვიდეოფილმი: „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება“
◻ თავი 2. თავის დასრულების შემდეგ აჩვენე ვიდეოფილმი: „ბიბლია — უძველესი, მაგრამ თანამედროვე წიგნი“
◻ თავი 9. მე-14 აბზაცის განხილვის შემდეგ აჩვენე ვიდეოფილმი: „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზებულნი არიან სასიხარულო ცნობის საუწყებლად“
◻ თავი 14. თავის დასრულების შემდეგ აჩვენე ვიდეოფილმი: „ბიბლია — წიგნი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“
◻ თავი 15. მე-10 აბზაცის განხილვის შემდეგ აჩვენე ვიდეოფილმი: „ჩვენი საძმო“
„დარჩით ღვთის სიყვარულში“
◻ თავი 3. მე-15 აბზაცის განხილვის შემდეგ აჩვენე ვიდეოფილმი: „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“(რუს.)
◻ თავი 7. მე-12 აბზაცის განხილვის შემდეგ აჩვენე ვიდეოფილმი: „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“
◻ თავი 17. თავის დასრულების შემდეგ აჩვენე ვიდეოფილმი: „იარეთ რწმენით და არა ხილვით“
შეგიძლია სხვა ვიდეოფილმებიც გამოიყენო შენს ბიბლიის შემსწავლელებთან. მაგალითად, ბიბლიის შემსწავლელები, რომლებიც რწმენის გამო წინააღმდეგობებს ხვდებიან, გამხნევდებიან, თუ უყურებენ ვიდეოფილმებს: „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური რეჟიმის დროს“ ან „ერთგულნი განსაცდელის დროს — იეჰოვას მოწმეები საბჭოთა კავშირში“ (რუს). ახალგაზრდებისთვის საინტერესო იქნება შემდეგი ვიდეოფილმების ყურება: „დაისახეთ მიზნები, რომლებიც განადიდებს ღმერთს“ და „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“. ჩაინიშნე ზემოთ აღნიშნული წიგნების პირად ეგზემპლარში, რომელი თავის ან აბზაცის განხილვის შემდეგ აყურებინებ ან დაუტოვებ საყურებლად ბიბლიის შემსწავლელს ამა თუ იმ ვიდეოფილმს. ყოველი ახალი ვიდეოფილმის გამოსვლის შემდეგ იფიქრე, როგორ გამოიყენებ მას ისე, რომ შეეხო ბიბლიის შემსწავლელის გულს (ლუკ. 24:32).