შეთავაზების ნიმუშები
აგვისტოს პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„თითქმის ყველა ადამიანი ლოცულობს. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი ათეისტიც კი ლოცულობს, როცა გასაჭირში ვარდება. თქვენი აზრით, ღმერთი ყველას ლოცვას ისმენს?“ [დაელოდე, გიპასუხოს.] აჩვენე 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდი, წაიკითხეთ პირველი კითხვის ქვეშ მოცემული აბზაცი და, სულ მცირე, ერთი ბიბლიური მუხლი. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა ისაუბროთ მომდევნო კითხვაზე.
შენიშვნა: ამ შეთავაზების ინსცენირება უნდა წარმოადგინოთ 3 აგვისტოს, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე.
საგუშაგო კოშკი 1 აგვისტო
„ხალხი შეშფოთებულია, თუ როგორ სწრაფად მოიკიდა ფეხი პორნოგრაფიამ. თუმცა ბევრი თვლის, რომ ეს მხოლოდ უწყინარი გართობაა. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] იესომ თქვა, რომ შედეგების მიხედვით შეგვიძლია იმის განსაზღვრა, თუ რა არის კარგი და რა ცუდი [წაიკითხე მათეს 7:17.] ამ ჟურნალში განხილულია, თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს პორნოგრაფიას. მასში ასევე მოცემულია პრაქტიკული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან თავის დაღწევა“.
გამოიღვიძეთ! აგვისტო
„ბევრ ჩვენგანს სურს, იცხოვროს, რაც შეიძლება დიდხანს. თქვენი აზრით, მეცნიერული წინსვლებით თუ არის შესაძლებელი მარადიულობის მიღწევა? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა ბრწყინვალე დაპირებაა. [წაიკითხე 1 კორინთელების 15:26.] მაგრამ საინტერესოა, როგორ შეძლებს ღმერთი ამას: მეცნიერების მეშვეობით თუ სხვა რამით? რატომ ვბერდებით და ვკვდებით? ეს ჟურნალი ბიბლიურ პასუხებს სცემს ამ კითხვებს“.