შეთავაზების ნიმუშები
აგვისტოს პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„დღეს მრავალი რელიგია არსებობს და ადამიანები სხვადასხვა სახით სცემენ ღმერთს თაყვანს. თქვენი აზრით, რას ფიქრობს ღმერთი ამასთან დაკავშირებით? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იესო ამის შესახებ“. მობინადრეს მიეცი 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ და ყურადღება გაუმახვილე მე-16 გვერდზე მოცემულ პირველ ქვესათაურზე. შემდეგ წაიკითხე ამავე ქვესათაურში მოყვანილი ერთ-ერთი მუხლი. შესთავაზე ჟურნალები და უთხარი, რომ შემდეგში მომდევნო კითხვაზე გასცემ პასუხს.
საგუშაგო კოშკი 1 აგვისტო
„როგორ ფიქრობთ, ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ღვთის შესახებ თუ უმჯობესია, გაიზარდონ და თავად გადაწყვიტონ, რომელ რელიგიას აირჩევენ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რას ურჩევს ბიბლია მამებს. [წაიკითხე ეფესოელების 6:4.] ამ ჟურნალში მოცემულია კარგი რჩევები, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, ასწავლონ შვილებს ღვთის შესახებ“.
გამოიღვიძეთ! აგვისტო
„რას ფიქრობთ ამის შესახებ? [წაიკითხე 1 სამუელის 16:23.] აქედან გამომდინარე მუსიკა დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. თქვენი აზრით, შეიძლება ზოგიერთმა სიმღერამ უარყოფითად იმოქმედოს ჩვენზე? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში განხილულია, როგორ შევარჩიოთ მუსიკა გონივრულად და როგორ დავეხმაროთ ამაში შვილებს“.