შეთავაზების ნიმუშები
ოქტომბრის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„ბევრი, ვისთანაც გვისაუბრია, აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის დაკარგვაა. თქვენც ასე ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ჩემი აზრით, ეს გამამხნევებელი ინფორმაციაა“. მობინადრეს აჩვენე 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდი და ერთად განიხილეთ პირველი კითხვის ქვეშ მოცემული აბზაცი და სულ მცირე, ერთი ბიბლიური მუხლი. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა ისაუბროთ მომდევნო კითხვაზე.
საგუშაგო კოშკი 1 ოქტომბერი
„ზოგს აინტერესებს, რა წერია ბიბლიაში, ზოგს კი — არა. თქვენ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა წერია ბიბლიაში. [წაიკითხე 1 თესალონიკელების 2:13.] დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ თუ ბიბლია ღვთის სიტყვაა, მისი წაკითხვა ნამდვილად ღირს. ამ ჟურნალში მოკლედ არის ახსნილი, თუ რის შესახებ საუბრობს ბიბლია და რატომ უნდა წავიკითხოთ ის“.
გამოიღვიძეთ! ოქტომბერი
„მაინცდამაინც მდიდარი უნდა იყოს ადამიანი, კმაყოფილება რომ იგრძნოს ცხოვრებაში? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია. [წაიკითხე 1 ტიმოთეს 6:8.] ამ ჟურნალში საუბარია მატერიალური საგნებისადმი გაწონასწორებული თვალსაზრისის ქონაზე და განხილულია სამი ძვირფასი რამ, რასაც ფულით ნამდვილად ვერ იყიდის ადამიანი“.