საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/13 გვ. 2
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • როდის უნდა დაიფაროს დამ თავზე, და რატომ?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები კართან და ტელეფონით
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • ბიბლიის შესწავლების დაწყება კართან და ტელეფონით
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
km 11/13 გვ. 2

შეკითხვების ყუთი

◼ უნდა ეფაროს თუ არა დას თავზე, როცა ბიბლიის შესწავლას ატარებს კართან ძმის თანხლებით?

როდესაც და ვინმეს შესწავლას უტარებს რეგულარულად წინასწარ დათქმულ დღეს და ერთ-ერთ შესწავლაზე მას ძმაც ახლავს თან, დამ თავზე უნდა დაიფაროს (1 კორ. 11:3—10). 2002 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ 27-ე გვერდზე ვკითხულობთ: „ეს არის წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც სინამდვილეში, ერთ-ერთი მოწმე ხელმძღვანელობს. ასეთ შემთხვევაში, შესწავლა შეიძლება კრების ნაწილად მივიჩნიოთ. თუ ამ შესწავლას უძღვება მონათლული და, მაგრამ შესწავლას ესწრება მონათლული ძმა, ქრისტიან ქალს მართებს თავზე დაფარება“. ამ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ ბიბლიის შესწავლის დროს, იქნება ეს სახლში, კართან თუ სხვაგან.

მეორე მხრივ, თუ და ძმასთან ერთად კართან ესაუბრება მობინადრეს, რომელთანაც ჯერ ბიბლიის შესწავლა არა აქვს დაწყებული, აუცილებელი არ არის თავზე დაფარება. თავზე დაფარება არც მაშინ არის საჭირო, როცა განმეორებით მონახულებას და იმ მიზნით აკეთებს, რომ უჩვენოს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა ან იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე შესასწავლი პუბლიკაციიდან განიხილავს მასალას. ვინაიდან კართან საუბრები თანდათანობით იღებს ბიბლიის შესწავლის სახეს, რაც არაერთი განმეორებითი მონახულების შედეგად მიიღწევა, მაუწყებლებმა უნდა გამოიჩინონ გონიერება და თავად განსაზღვრონ, როდიდან უნდა დაიფარონ თავზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება