საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/14 გვ. 2
  • იყავი პუნქტუალური!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავი პუნქტუალური!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
  • მსგავსი მასალა
  • რატომ უნდა ვიყოთ პუნქტუალურები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • პუნქტუალურობა
    გამოიღვიძეთ! — 2016
  • მიჰყევი იესოს მაგალითს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2016
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
km 5/14 გვ. 2

იყავი პუნქტუალური!

1. რა მაგალითს გვაძლევს იეჰოვა?

1 იეჰოვა ყველაფერს დროულად აკეთებს. მაგალითად, ის თავის მსახურებს ყოველთვის დროულად ეხმარება (ებრ. 4:16). ამასთანავე, ღმერთი დროულად გვაწვდის სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას მოსალოდნელ რისხვის დღეს „არ დააგვიანდება“ (აბაკ. 2:3). ჩვენთვის მართლაც სასარგებლოა ის, რომ იეჰოვა ღმერთი ყველაფერს პუნქტუალურად აკეთებს (ფსალმ. 70:5). თუმცა ჩვენ, ცხოვრებისეული საზრუნავით გადატვირთულ, არასრულყოფილ ადამიანებს შესაძლოა გაგვიჭირდეს ყველაფრის თავის დროზე კეთება. და მაინც, რატომ გვჭირდება პუნქტუალურობის გამომუშავება?

2. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი პუნქტუალურობით განვადიდებთ იეჰოვას?

2 ამ ბოლო დღეებში, როცა უმრავლესობა საკუთარი თავის მოყვარული და თავშეუკავებელია, პუნქტუალურობა დღითი დღე უფრო დეფიციტური ხდება (2 ტიმ. 3:1—3). ასე რომ, როცა ქრისტიანი დროულად მიდის სამსახურში, კრების შეხვედრებსა თუ სხვა საქმეებზე, ეს გარშემომყოფთ შეუმჩნეველი არ რჩება და განადიდებს იეჰოვას (1 პეტ. 2:12). შესაძლოა სამსახურში დროულად მივდივართ, მაგრამ კრების შეხვედრებზე ხშირად ვაგვიანებთ. როცა კრების შეხვედრებზე დროულად მივდივართ და და-ძმებთან ერთად ვმღერით და ვლოცულობთ, ვაჩვენებთ, რომ სურვილი გვაქვს, მივბაძოთ წესრიგის მოყვარულ ჩვენს ზეციერ მამას (1 კორ. 14:33, 40).

3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პუნქტუალურობით პატივს ვცემთ სხვებს?

3 ჩვენი პუნქტუალურობით იმასაც ვაჩვენებთ, რომ სხვებზე ვზრუნავთ (ფილ. 2:3, 4). მაგალითად, როცა კრებასა თუ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე არ ვაგვიანებთ, თანაქრისტიანებს ხელს არ ვუშლით და არ ვაწუხებთ. მაგრამ, თუ ჩვევად გვაქვს დაგვიანება, ამით სხვებს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩვენ დროს ვაფასებთ, მათსას კი — არა. ჩვენი პუნქტუალურობა იმაზე მეტყველებს, რომ სანდონი და შრომისმოყვარენი ვართ; ამ თვისებებს ჩვენ ირგვლივ ყველა აფასებს.

4. როგორ გავხდეთ პუნქტუალურები, თუ ხშირად ვაგვიანებთ?

4 თუ ხშირად იგვიანებ, დაფიქრდი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ჩამოყალიბდი და დაისახე რეალური გეგმები, რომ თითოეული საქმის მოსწრება მისთვის გამოყოფილ დროში შეძლო (ეკლ. 3:1; ფილ. 1:10). სთხოვე იეჰოვას, დაგეხმაროს (1 იოან. 5:14). პუნქტუალურობა ერთ-ერთი საშუალებაა იმის საჩვენებლად, რომ შენთვის ძვირფასია ორი უდიდესი მცნება კანონში — ღვთისა და მოყვასის სიყვარული (მათ. 22:37—39).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება