საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/14 გვ. 3
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
  • მსგავსი მასალა
  • როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (მე-2 ნაწილი)
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • სულიერად მტკიცე ოჯახის აშენება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • გამოიყენეთ ჩვენი ვებ-გვერდი, რათა ასწავლოთ შვილებს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
km 5/14 გვ. 3

შეკითხვების ყუთი

◼ რა უნდა შეისწავლონ ბავშვებმა იმისათვის, რომ სულიერად მოწიფულები გახდნენ?

ქრისტიანი მშობლები მუხლჩაუხრელად შრომობენ, რათა თავიანთი შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ (ეფეს. 6:4). მაგალითად, მშობლებმა შენიშნეს, რომ შვილებთან ერთად ყოველდღიური მუხლის განხილვა ყოველ დილას ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ოჯახები შესაძლოა ოჯახური თაყვანისცემისას ან სხვა დროს უყურებენ რომელიმე ვიდეოფილმს და შემდეგ განიხილავენ, ახალგაზრდების შეკითხვებში მოცემული სტატიებიდან ამა თუ იმ საკითხს არჩევენ და მსჯელობენ, აცოცხლებენ ბიბლიურ ეპიზოდებს ან ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც შესაძლოა ბავშვები აღმოჩნდნენ. თუმცა იმისათვის, რომ ბავშვებმა მოწიფულობისკენ ისწრაფონ, ბიბლიური ჭეშმარიტების სიღრმისეული შესწავლაც აუცილებელია (ებრ. 6:1).

დაფიქრდით, რას ვასწავლით მათ, ვისაც ჩვენს უბნებზე ვუქადაგებთ. პირველად მივდივართ მობინადრესთან თუ განმეორებით ვინახულებთ, ვცდილობთ, რომ მასთან ბიბლიის შესწავლა დავიწყოთ წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ამ სახელმძღვანელოს დასრულების შემდეგ ბიბლიის შესწავლას განვაგრძობთ წიგნით „დარჩით ღვთის სიყვარულში“. საინტერესოა, რატომ? იმიტომ, რომ „რას გვასწავლის ბიბლია?“ შემსწავლელს წმინდა წერილების შესახებ საბაზისო ცოდნას აძლევს, ხოლო წიგნი „ღვთის სიყვარული“ მას ბიბლიური პრინციპების გამოყენებას ასწავლის. ორივე სახელმძღვანელო ახალფეხადგმულთ ეხმარება, ფესვი გაიდგან ქრისტეში და განმტკიცდნენ რწმენაში (კოლ. 2:6, 7). როგორ ფიქრობთ, ჩვენს შვილებსაც გამოადგებათ ამ წიგნებიდან მიღებული ცოდნა? რა თქმა უნდა, მათაც უნდა ისწავლონ, რას ნიშნავს გამოსასყიდი, რა არის ღვთის სამეფო და რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები. მათ აგრეთვე უნდა იცოდნენ, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას და რომელი ნიშნებითაა შესაძლებელი ბოლო დღეების ამოცნობა. ბავშვები უნდა დარწმუნდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიან. ახალგაზრდებმა ბიბლიური პრინციპებიც უნდა იცოდნენ და ისიც, თუ როგორ გაწვრთნან თავიანთი „აღქმის უნარი“ (ებრ. 5:14). ცხადია, მშობლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ შვილების ასაკი და ათვისების უნარი. თუმცა ბევრი ბავშვი, მცირე ასაკის მიუხედავად, საკმაოდ კარგად სწვდება ღრმა ბიბლიურ საკითხებს (ლუკ. 2:42, 46, 47).

მშობელთა დასახმარებლად ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსდება შესასწავლი მითითებები, რომელიც დაფუძნებული იქნება წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია?“. ოჯახებს ამის ნახვა შეეძლებათ განყოფილებაში „ბიბლიური სწავლებები“/„ახალგაზრდები“. მომავალში შესასწავლი მითითებები მომზადდება წიგნ „ღვთის სიყვარულზე“ დაყრდნობითაც. რა თქმა უნდა, ამ წიგნების ბეჭდვითი გამოცემების გამოყენებაც შეგვიძლია. მშობლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, გამოიყენებენ თუ არა ამ მასალას ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე, მაშინ, როცა ერთ-ერთ შვილთან ბიბლიის შესწავლას ატარებენ ან როცა მას ასწავლიან, რომ თავადაც ჰქონდეს პირადი შესწავლა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება