საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/14 გვ. 1
  • აგვისტო — ისტორიული თვე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აგვისტო — ისტორიული თვე
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
  • მსგავსი მასალა
  • მეტი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ხოტბა შევასხათ იეჰოვას
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • საჭიროა 7 000 დამხმარე პიონერი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • გავაკეთებთ ამას ისევ? კიდევ ერთი მოწოდება დამხმარე პიონერობისკენ
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • ღირსეული მიზანი ახალი სამსახურებრივი წლისთვის
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
km 6/14 გვ. 1

აგვისტო — ისტორიული თვე

ახალი ბუკლეტი მთელი მსოფლიო მასშტაბით გავრცელდება

1. რომელი სპეციალური კამპანია გაიმართება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღვთის სამეფოს მმართველობის 100 წლისთავთან დაკავშირებით?

1 წელს ღვთის სამეფოს მმართველობის დაწყებიდან 100 წელი სრულდება! ნამდვილად დროული და შესაფერისი იქნება სპეციალური კამპანია, რომლის დროსაც იეჰოვას განდიდების საშუალება მოგვეცემა. აგვისტოს თვეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავავრცელებთ ბუკლეტს სახელწოდებით „სად შეიძლება მოვიძიოთ პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებზე?“. ეს ბუკლეტი მკითხველს მოუწოდებს, რომ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები ბიბლიაში მოიძიოს და იმასაც უხსნის, თუ ამ მხრივ რა დახმარებას გაუწევს ჩვენი ვებ-გვერდი jw.org.

2. როგორ შეგვიძლია, შევიტანოთ აგვისტოს თვეში საკუთარი წვლილი იეჰოვას განდიდების საქმეში?

2 ხმამაღლა ადიდეთ იეჰოვა. ვისაც იეჰოვასთვის მეტის გაკეთება და დამხმარე პიონერად მსახურება სურს, ამ მიზნით აგვისტოს თვეში სპეციალური კამპანია დაიგეგმა. მონათლულ მაუწყებლებს ამ თვის განმავლობაში 30-საათიანი გეგმით ქადაგება შეეძლებათ. ვინაიდან აგვისტოში ხუთი შაბათ-კვირაა, დასაქმებულებიც და სკოლის მოწაფეებიც შეძლებენ, რომ ამ თვეში დამხმარე პიონერად იმსახურონ. თუ თქვენს შვილს ან ბიბლიის შემსწავლელს მაუწყებლობა სურს და შეესაბამება საჭირო მოთხოვნებს, დაელაპარაკეთ უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს. ახალბედა მაუწყებლებისთვის ძალიან გამამხნევებელი იქნება ამ ისტორიულ თვეში ჩვენთან ერთად ქადაგება! მართალია, აგვისტოში ბევრი პიონერი შვებულებას იღებს, რადგან მათ უკვე შესრულებული აქვთ მსახურების წლიური ნორმა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ცვლილებებს შეიტანენ თავიანთ განრიგში, რათა სრულად ჩაებან სპეციალურ კამპანიაში. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ოჯახის თითოეულმა წევრმა თადარიგი დაიჭიროს და ერთმანეთში იმსჯელონ, თუ როგორ შეიტანენ აგვისტოს თვეში საკუთარ წვლილს იეჰოვას განდიდების საქმეში (ეზრ. 3:11; იგავ. 15:22).

3. რას ველით სპეციალური კამპანიისგან?

3 მართალია, ჩვენ ადრეც მიგვიღია მსგავსი სახის კამპანიებში მონაწილეობა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის კამპანია იქნება. იბადება ლოგიკური კითხვა: დაფიქსირდება აგვისტოს თვეში საათების, მაუწყებლებისა და დამხმარე პიონერების რეკორდული მაჩვენებელი? დაე, იეჰოვამ აკურთხოს მთელ დედამიწაზე თავისი ხალხის შრომა, რომ 2014 სამსახურებრივი წლის მიწურულს, აგვისტოს თვეში, სამქადაგებლო საქმეში უპრეცედენტო მაჩვენებლები დაფიქსირდეს! (მათ. 24:14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება