შეთავაზების ნიმუშები
საგუშაგო კოშკი 1 თებერვალი
„ამ ბუკლეტს ყველა თქვენს მეზობელს ვუტოვებთ. მასში ბიბლიის პრაქტიკულ ღირებულებას ესმება ხაზი. ინებეთ [გაუწოდე მობინადრეს ბუკლეტი „რა არის თქვენთვის ბიბლია?“.] ზოგს აინტერესებს, არის კი ბიბლიაში რჩევები სამუშაოს თაობაზე. ნახეთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე [წაიკითხე ეკლესიასტეს 3:13.] ამ ჟურნალში განიხილება ბიბლიური პრინციპები, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი სამუშაო უფრო სასიამოვნო გავხადოთ. თუ გნებავთ, გაეცანით“.
გამოიღვიძეთ! თებერვალი
«ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის მიმდინარე ნომერს ყველა თქვენს მეზობელს ვუტოვებთ. ის პასუხობს ამ მეტად საინტერესო კითხვას [უჩვენე გარეკანი.] ჟურნალში მოყვანილია ერთი ბიბლიური რჩევა, რომელსაც ამოგიკითხავთ [წაიკითხე იგავების 29:11.] თქვენი აზრით, დღესაც აქტუალურია ეს ბიბლიური პრინციპი? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში განხილულია ოთხი ბიბლიური პრინციპი და დანახვებულია თითოეულის პრაქტიკული ფასეულობა».