როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 თებერვალი
„როგორ ფიქრობთ, ყველა ლოცვას ისმენს ღმერთი? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ [წაიკითხე მათეს 6:7]. ეს საინტერესო სტატია ბიბლიის საფუძველზე პასუხობს ოთხ მნიშვნელოვან კითხვას, რომლებსაც ხშირად სვამენ ლოცვასთან დაკავშირებით [უჩვენე სტატია, რომელიც მე-16 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! თებერვალი
„ბევრს სჯერა, რომ თითოეული ადამიანის ბედი წინასწარ არის განსაზღვრული. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ბიბლიური მუხლიდან ვიგებთ, რომ ყველას გვაქვს არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა [წაიკითხე კანონის 30:19]. ამ სტატიაში ახსნილია ბიბლიის თვალსაზრისი ბედისწერის შესახებ [უჩვენე სტატია, რომელიც მე-12 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 მარტი
„თქვენი აზრით, წინასწარ არის განსაზღვრული ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ეს ბიბლიური მუხლი [წაიკითხე ეკლესიასტეს 9:11]. ამ ჟურნალში ახსნილია, რომ ღმერთს განზრახული აქვს, ადამიანთა საცხოვრებლად დედამიწაზე საუკეთესო პირობები შექმნას, თუმცა ჩვენზეა დამოკიდებული, ცხოვრების როგორ კურსს ავირჩევთ“.
გამოიღვიძეთ! მარტი
„მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრი წუხს, რომ ფულს ვეღარ შოულობს. თქვენც ამჩნევთ ამას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ეს რჩევა დაგვეხმარება, რომ გაწონასწორებულები ვიყოთ [წაიკითხე 1 ტიმოთეს 6:8, 10]. ამ ჟურნალში მოყვანილი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება, გონივრულად გამოვიყენოთ ფული, რათა ზედმეტ საწუხარს თავი ავარიდოთ“.