მოსაწვევი
1. როდის დაიწყება კონგრესის მოსაწვევის გავრცელების კამპანია?
1 თუ გეგმავ, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები განსაკუთრებულ სადილზე მოიპატიჟო, რის მომზადებასაც საკმაო ენერგია და სახსრები სჭირდება, ცხადია, დიდი სიამოვნებითაც მოიწვევ მათ. მსგავსად ამისა, ძალიან დიდი შრომა დასჭირდა იმ სულიერი ნადიმის მომზადებას, რომელიც გვიახლოვდება. იეჰოვამ წილად გვარგუნა პატივი, რომ კონგრესის დაწყებამდე, სამი კვირით ადრე, მასზე დასასწრებად სხვებიც მოვიწვიოთ. რა დაგვეხმარება იმაში, რომ მთელი ენთუზიაზმით გადავცეთ ხალხს მოსაწვევები?
2. რა აღგვძრავს იმისკენ, რომ მთელი მონდომებით მივიღოთ მონაწილეობა კამპანიაში?
2 თუ დავფიქრდებით, რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის ის მითითებები, რომლებსაც იეჰოვა ასეთ კონგრესებზე გვაძლევს, მთელი მონდომებით მივიღებთ მონაწილეობას ამ კამპანიაში (ეს. 65:13, 14). ამასთანავე, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ჩვენს ყოველწლიურ კამპანიებს ყოველთვის მოაქვს კარგი შედეგი (იხილე ჩარჩო „კარგი შედეგები“). მოწვეულთაგან ზოგი ჩვენთან ერთად დაესწრება კონგრესს. თუმცა მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რამდენი ადამიანი გამოეხმაურება ჩვენს კამპანიას, მთავარი ისაა, რომ ამ პერიოდში შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, დიდება მივაგოთ იეჰოვას სახელს და მასსავით ხელგაშლილნი ვიყოთ (ფსალმ. 145:3, 7; გამოცხ. 22:17).
3. როგორ გავავრცელებთ მოსაწვევებს?
3 უხუცესთა საბჭო თავად წყვეტს, რა სახით მოხდება ამ მოსაწვევების გავრცელება — დაუტოვებენ თუ არა მოსაწვევებს კართან მათ, ვინც სახლში არ დახვდებათ ან გაავრცელებენ თუ არა მოსაწვევებს თავიანთი კრების ტერიტორიაზე მდებარე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. უქმეებზე სიტუაციიდან გამომდინარე ჟურნალებიც უნდა შევთავაზოთ. კამპანიის დასრულების შემდეგ უდიდეს ბედნიერებას მოგვანიჭებს იმის ცოდნა, რომ მთელი გულმოდგინებით მივიღეთ მონაწილეობა მოსაწვევების გავრცელებაში და შეძლებისდაგვარად დავპატიჟეთ ყველა, რათა ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ იეჰოვას მომზადებულ სულიერ ნადიმზე.