როგორ გამოვიყენოთ აუდიოჩანაწერები
1. რომელ დამხმარე საშუალებაზე მიგვიწვდება ხელი დაბეჭდილი პუბლიკაციების გარდა?
1 ბევრი ვებ-გვერდის jw.org მეშვეობით კითხულობს ჭეშმარიტების „სასიამოვნო“ და „ზუსტ“ სიტყვებს (ეკლ. 12:10). მოგისმენია ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული აუდიოჩანაწერები? ამგვარად შეძლებ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული დიდი რაოდენობით მასალა მოისმინო. რა მხრივ წაგვადგება აუდიოჩანაწერების მოსმენა?
2. როგორ შეგვიძლია აუდიოჩანაწერების გამოყენება პირადი თუ ოჯახური შესწავლისთვის?
2 აუდიოჩანაწერები პირადი თუ ოჯახური შესწავლისთვის. თუ მგზავრობისა და ყოველდღიური საქმეების კეთების დროს მოუსმენ ბიბლიის, ჟურნალების ან სხვა პუბლიკაციების ჩანაწერებს, დროს საუკეთესოდ გამოიყენებ (ეფეს. 5:15, 16). თუ ოჯახური თაყვანისცემის დროს მოისმენთ აუდიოჩანაწერს და თან თვალს მიაყოლებთ დაბეჭდილ პუბლიკაციას, ეს ოჯახურ თაყვანისცემას უფრო გაამრავალფეროვნებს. პირადი შესწავლის დროს აუდიოჩანაწერების მოსმენა მათ, ვისაც კითხვის გაუმჯობესება ან რომელიმე ენის შესწავლა სურს, დიდ დახმარებას გაუწევს.
3. ვის დაეხმარება ჩვენს უბნებზე აუდიოჩანაწერების მოსმენა?
3 აუდიოჩანაწერების გამოყენება მსახურებაში. ჩვენს უბნებზე მცხოვრებთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ კითხვისთვის არ სცალიათ, შესაძლოა აუდიოჩანაწერების მოსმენა ერჩიოთ. ან შეიძლება მსახურებაში შევხვდეთ უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანს, რომელიც ალბათ უფრო მეტად გამოეხმაურება სამეფოს შესახებ ცნობას, თუ მშობლიურ ენაზე მოისმენს მას (საქ. 2:6—8). ზოგ ქვეყანაში რაიმეს მოსმენით დამახსოვრება კულტურის ნაწილია. მაგალითად, მონგის კულტურაში თაობებს ამბები ზეპირსიტყვიერად გადაეცემა და მათ არ უჭირთ ამ ამბების დამახსოვრება. აფრიკაში მცხოვრებ მრავალ ადამიანს თავიანთი კულტურიდან გამომდინარე სიამოვნებს ვინმეს მონაყოლით რაიმეს სწავლა.
4. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
4 გამოიღებს ნაყოფს, თუ ჩემს უბანზე მცხოვრებ მობინადრეებს თავიანთ ენაზე მოვასმენინებ აუდიოჩანაწერებს? გამოადგება ვინმეს ჩემ მიერ იმეილით გაგზავნილი რომელიმე პუბლიკაციის აუდიოჩანაწერი? შემიძლია ჩვენი ვებ-გვერდიდან ჩამოვტვირთო რომელიმე პუბლიკაციის აუდიოჩანაწერი CD დისკზე და ის ზოგჯერ დაბეჭდილ ვერსიასთან ერთად დაინტერესებულ პირს გადავცე? მსახურებაში აუდიოჩანაწერის სახით გავრცელებული ნებისმიერი წიგნი, ბროშურა, ჟურნალი ან ბუკლეტი შეგვიძლია ჩავიწეროთ თვის ბოლოს ანგარიშების ბლანკში. კარგი იქნება, თუ აუდიოჩანაწერებს გამოვიყენებთ როგორც პირადი შესწავლის დროს, ისე „სამეფოს თესლის“ თესვისას (1 კორ. 3:6).