ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ
რა დაგეხმარებათ, ბიბლია ყოველდღიურად იკითხოთ
დღის განმავლობაში იმდენი რამ გვაქვს მოსასწრები, ზოგჯერ გვიჭირს, ბიბლიის კითხვის განრიგს მივყვეთ (იეს. 1:8). ქვემოთ მოცემული რჩევები კარგ დახმარებას გაგვიწევს:
ისარგებლეთ შეხსენების ფუნქციით. ელექტრონულ მოწყობილობაში დააყენეთ კონკრეტული დრო, რომ ბიბლიის კითხვა შეგახსენოთ.
ბიბლია თვალშისაცემ ადგილას დადეთ. თუ ბიბლიის ბეჭდური გამოცემით სარგებლობთ, ისეთ ადგილას დადეთ, რომ თვალში ადვილად მოგხვდეთ (კან. 11:18).
მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს. ყოველდღიური საქმეების კეთებისას, მაგალითად, როცა საოჯახო საქმეებით ხართ დაკავებული, შეგიძლიათ ბიბლიის აუდიოჩანაწერებს მოუსმინოთ. სამი შვილის დედა ტარა, რომელიც პიონერად მსახურობს და თან ღამის ცვლაში მუშაობს, ამბობს: „ზოგჯერ ბიბლიას მაშინ ვუსმენ, როცა სახლის საქმეებს ვაკეთებ. ეს ბიბლიის კითხვის განრიგის მიყოლას მიადვილებს“.
არ დანებდეთ. თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო ბიბლიის კითხვა გივარდებათ, შეეცადეთ, დაძინებამდე თუნდაც რამდენიმე მუხლი წაიკითხოთ. ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს (1 პეტ. 2:2).