მიჰბაძე წინასწარმეტყველებს — აბაკუმი
1. რატომ შეიძლება ისეთივე გრძნობები დაგვეუფლოს, როგორიც წინასწარმეტყველ აბაკუმს ჰქონდა?
1 ვინაიდან მსოფლიოში ბოროტება დღითი დღე მატულობს, შესაძლოა ჩვენც აბაკუმივით ვიგრძნოთ თავი, რომელმაც იეჰოვას შეღაღადა: „რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას?“ (აბაკ. 1:3; 2 ტიმ. 3:1, 13). აბაკუმის ნაწინასწარმეტყველებ ცნობასა და მისი ერთგულების მაგალითზე ფიქრი დიდ დახმარებას გაგვიწევს ჩვენ, ვინც ველით იეჰოვას სასამართლოს დღეს (2 პეტ. 3:7).
2. როგორ შეგვიძლია დავუმტკიცოთ ღმერთს, რომ მისი ერთგულები ვართ?
2 უერთგულე ღმერთს. აბაკუმს სირთულეების გამო სულიერი სიფხიზლე არ დაუკარგავს და ღვთის საქმეში უმოქმედო არ გამხდარა (აბაკ. 2:1). იეჰოვამ წინასწარმეტყველი დაარწმუნა, რომ თავის განაჩენს სისრულეში დანიშნულ დროს მოიყვანდა, მართალი კი თავისი ერთგულებით იცოცხლებდა (აბაკ. 2:2—4). რას ნიშნავს ეს სიტყვები ქვეყნიერების ბოლო დღეების მიწურულს მცხოვრები ქრისტიანებისთვის? ეს სიტყვები ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ აღსასრულის თარიღის ცოდნაზე მნიშვნელოვანი იმის ღრმა რწმენაა, რომ ეს დღე უსათუოდ მოვა. რწმენა გვეხმარება, შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიუხვოთ ღვთის საქმეში (ებრ. 10:38, 39).
3. რატომ უნდა ვემსახუროთ იეჰოვას სიხარულით?
3 „გაიხარე იეჰოვათი“. იეჰოვას მსახურთა რწმენა მაშინ გამოიცდება, როცა გოგ მაგოგელი იერიშს მიიტანს მათზე (ეზეკ. 38:2, 10—12). როგორც წესი, კონფლიქტური ვითარება აზარალებს როგორც დამარცხებულ მხარეს, ისე — გამარჯვებულს. ასეთ დროს შესაძლოა შეიქმნას საკვების დეფიციტი. საომარ ვითარებას შეიძლება შეეწიროს ვისამე ქონება და გაუარესდეს საცხოვრებელი პირობები. ჩვენ როგორი რეაქცია გვექნება, როცა სირთულეების პირისპირ აღმოვჩნდებით? მართალია, აბაკუმი ელოდა სირთულეებს, მაგრამ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ განსაცდელების მიუხედავად, კვლავაც სიხარულით ემსახურა იეჰოვასთვის (აბაკ. 3:16—19). „იეჰოვას სიხარული“ ჩვენც დაგვაძლევინებს იმ სირთულეებს, რომელსაც მომავალში შევხვდებით (ნეემ. 8:10; ებრ. 12:2).
4. რა გვახარებს დღეს და რა გაგვახარებს მომავალში?
4 მათ, ვისაც იეჰოვა სასამართლოს დღეს გადაარჩენს, იგი მომავალში კვლავაც ასწავლის თავისი გზებით სიარულს (აბაკ. 2:14). იეჰოვას შესახებ მკვდრეთით აღდგენილებიც ისწავლიან. თუმცა, მოდი, დღესვე გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ სხვებს იეჰოვასა და მის გასაოცარ საქმეებზე ვესაუბროთ (ფსალმ. 34:1; 71:17).