საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb16 სექტემბერი გვ. 3
  • იარე იეჰოვას კანონით

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იარე იეჰოვას კანონით
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • მსგავსი მასალა
  • მიენდეთ იეჰოვას სიტყვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • დაე ღვთის სიტყვამ გაგინათოთ გზა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • რამდენად გიყვართ ღვთის სიტყვა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ბეთ [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
mwb16 სექტემბერი გვ. 3

ღვთის სიტყვის საუნჯე | ფსალმუნი 119

იარე იეჰოვას კანონით

იეჰოვას კანონით სიარული ნიშნავს, ნებაყოფლობით დავემორჩილოთ ღვთის ხელმძღვანელობას. ბიბლიაში უამრავი მაგალითი გვაქვს იმ ადამიანებისა, რომლებიც ფსალმუნმომღერლის მსგავსად ენდობოდნენ იეჰოვას და მისი კანონით დადიოდნენ.

ფსალმუნმომღერალი სიარულისას ჯოხს ეყრდნობა

ნამდვილი ბედნიერება ღვთის კანონით სიარულზეა დამოკიდებული

119:1—8

იესო ნავეს ძეს გრაგნილს კითხულობს

იესო ნავეს ძე სრულად ენდობოდა იეჰოვას ხელმძღვანელობას. მან იცოდა, რომ წარმატებისა და ბედნიერებისთვის საჭირო იყო, მთელი გულით მინდობოდა იეჰოვას.

ღვთის სიტყვა გამბედაობას გვმატებს, რაც განსაცდელებთან გასამკლავებლად გვჭირდება

119:33—40

იერემია ლოცულობს

სირთულეების დროს იერემია გაბედული იყო და ენდობოდა იეჰოვას. ის უბრალოდ ცხოვრობდა და ერთგულად ასრულებდა თავის დავალებას.

ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა გულდაჯერებულობას გვმატებს, რათა გაბედულად ვიქადაგოთ

119:41—48

პავლე უქადაგებს გამგებელ ფელიქსს

პავლე უშიშრად გადასცემდა ღვთის ცნობას ყველას. ის მიენდო იეჰოვას და გაბედულად უქადაგა გამგებელ ფელიქსს.

ფსალმუნმომღერალი სიარულისას ჯოხს ეყრდნობა

სად და ვისთან ქადაგებისას შემიძლია იეჰოვასადმი მეტი ნდობის გამოვლენა?

  • სკოლაში

  • სამსახურში

  • ოჯახში

  • სხვებთან

119-ე ფსალმუნი აკროსტიქით ანუ ანბანური რიგით დაიწერა, რაც სავარაუდოდ აადვილებდა მის დამახსოვრებას. ის შედგება 22 სტროფისგან, რომელთაგან თითოეულში 8 მუხლია. ერთ სტროფში შემავალი ყველა მუხლი ებრაული ანბანის ერთი და იმავე ასოთი იწყება. ვინაიდან ებრაულ ანბანში 22 ასოა, 119-ე ფსალმუნი 176 მუხლისგან შედგება. ამიტომ ბიბლიაში ის ყველაზე გრძელი ფსალმუნია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება