იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
ვისწავლოთ ყველაფრის დაზოგვა
მას შემდეგ, რაც იესომ დააპურა 5 000 კაცი, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს, მოწაფეებს ასეთი მითითება მისცა: „მოაგროვეთ დარჩენილი ნატეხები, რომ არაფერი გაფუჭდეს“ (იოან. 6:12). იესო აფასებდა ყველაფერს, რაც იეჰოვასგან იყო, და არ უნდოდა, რაიმე ფუჭად დაკარგულიყო.
ჩვენს დროში ხელმძღვანელი საბჭო ცდილობს, მიჰბაძოს იესოს და იეჰოვას საქმისთვის გაღებული შესაწირავები გონივრულად განკარგოს. მაგალითად, უორიკში მსოფლიოს მთავარი სამმართველოს მშენებლობის დროს ძმებმა ისეთი სამშენებლო პროექტი შეადგინეს, რის წყალობითაც საუკეთესოდ იქნა გამოყენებული შეწირული თანხები.
რის გაკეთება შეგვიძლია, რომ არაფერი დაიკარგოს ფუჭად . . .
როცა კრების შეხვედრებს ვესწრებით?
როცა პუბლიკაციებს ვიღებთ პირადი გამოყენებისთვის? (km 5/09 3 ¶4).
როცა გასავრცელებლად ვიღებთ პუბლიკაციებს? (mwb17.02 „გამოიჩინე გამჭრიახობა ბიბლიური ლიტერატურის შეთავაზებისას“ ¶1).
როცა მსახურებაში ვართ? (mwb17.02 „გამოიჩინე გამჭრიახობა ბიბლიური ლიტერატურის შეთავაზებისას“ ¶2 და ჩარჩო).