საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb18 ნოემბერი გვ. 8
  • თანამშრომლობა მრავალენოვან ტერიტორიაზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თანამშრომლობა მრავალენოვან ტერიტორიაზე
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • მსგავსი მასალა
  • როგორ მოვიქცეთ, თუ მობინადრე სხვა ენაზე ლაპარაკობს?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • სასიხარულო ცნობის ქადაგების მეთოდები
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • დავიხვეწოთ მსახურებაში — ქადაგება მასთან, ვინც უცხო ენაზე საუბრობს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2015
  • ორგანიზებულად ქადაგება
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
mwb18 ნოემბერი გვ. 8

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

თანამშრომლობა მრავალენოვან ტერიტორიაზე

მსახურების დროს ცოლ-ქმარი ესაუბრება უცხო ენაზე მოლაპარაკე მამაკაცს, რომელსაც ბიჭუნა ახლავს თან

ხშირად ადამიანები მაშინ უფრო ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას, როცა მას მშობლიურ ენაზე ისმენენ. შესაძლოა სწორედ ამიტომ იზრუნა იეჰოვამ, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე „ღვთისმოშიშ იუდეველებს ცისქვეშეთში მცხოვრები ყველა ხალხიდან“ სასიხარულო ცნობა მოესმინათ თავიანთ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ალბათ ებრაული და ბერძნული ენებიც ეცოდინებოდათ (საქ. 2:5, 8). დღეს კრებები, რომლებიც შეხვედრებს სხვადასხვა ენაზე ატარებენ, ზოგჯერ ერთსა და იმავე უბნებზე ქადაგებენ. როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ამ კრებების მაუწყებლებმა ისე, რომ ყველას უქადაგონ და, ამავდროულად, ხშირი მისვლით არ გააღიზიანონ მობინადრეები?

  • მობილური ტელეფონი

    დაგეგმვა (იგავ. 15:22): სამსახურებრივმა ზედამხედველებმა ერთად უნდა იმსჯელონ და შეიმუშავონ უბნების დამუშავების ისეთი გეგმა, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელი იქნება. უბნების სიმცირის გამო უცხოენოვანმა კრებებმა შეიძლება სხვა კრებებს სთხოვონ, არ მიაკითხონ იმ მობინადრეებს, რომლებიც მათი კრების ტერიტორიას მიეკუთვნებიან. მაგრამ, თუ ისინი ტერიტორიის სიდიდის გამო ვერ ახერხებენ რეგულარულად მის დამუშავებას, შეიძლება არჩიონ, სხვებმა მიაკითხონ მათ ენაზე მოსაუბრე მობინადრეებს და, თუ ვინმე დაინტერესდება, მათ კრებას შეატყობინონ (od 93 ¶37). ან შესაძლოა სთხოვონ სხვა კრებებს, დაეხმარონ მათ ენაზე მოსაუბრე ადამიანების მოძებნაში და მისამართები გადასცენ (km 7/12 5, ჩარჩო). გახსოვდეს, რომ ზოგჯერ ერთ ოჯახში შეიძლება რამდენიმე ენაზე საუბრობდნენ. ძმებმა, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ საქმეს, მხედველობაში უნდა მიიღონ ადგილობრივი კანონები, რომლებიც პირადი მონაცემების დაცვას ეხება.

  • დასამუშავებელი უბანი

    თანამშრომლობა (ეფეს. 4:16): მიჰყევი სამსახურებრივი ზედამხედველის მითითებებს. ატარებ ბიბლიის შესწავლას მასთან, ვინც უკეთ საუბრობს სხვა ენაზე? შემსწავლელმა შეიძლება უფრო სწრაფად წაიწიოს წინ სულიერად, თუ შესწავლას გადასცემ იმ კრებას ან ჯგუფს, რომელიც შეხვედრებს მის მშობლიურ ენაზე ატარებს.

  • ენის არჩევა

    მომზადება (იგავ. 15:28; 16:1): თუ შენს უბანზე შეხვდები უცხო ენაზე მოსაუბრეს, შეძლებისდაგვარად შეეცადე, სასიხარულო ცნობა გაუზიარო. წინასწარ დაფიქრდი, რა და რა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შეიძლება შეხვდე და შენს ელექტრონულ მოწყობილობაში ჩამოტვირთე ბიბლია და ვიდეოები ამ ენებზე. აგრეთვე შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით JW ენები და ისწავლო მისალმება მათ ენებზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება