საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb21 იანვარი გვ. 13
  • ორგანიზებულად ქადაგება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ორგანიზებულად ქადაგება
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • მსგავსი მასალა
  • დავიხვეწოთ მსახურებაში — ქადაგება მასთან, ვინც უცხო ენაზე საუბრობს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2015
  • უცხოენოვან ადამიანებთან ქადაგება
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • დავიხვეწოთ ქადაგებაში — ეცადეთ, ყველა მოინახულოთ თქვენს უბნებზე
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
  • თანამშრომლობა მრავალენოვან ტერიტორიაზე
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
mwb21 იანვარი გვ. 13
ძმას ელექტრონულ მოწყობილობაში გახსნილი აქვს აპლიკაცია JW ენები.

ქრისტიანული ცხოვრება

ორგანიზებულად ქადაგება

თავისი ნების შესასრულებლად იეჰოვა დღესაც ისევე გვიწევს ორგანიზებას, როგორც ძველად ისრაელს. სამქადაგებლო საქმიანობა ორგანიზებულად რომ შესრულდეს, მთელ მსოფლიოში არსებობს ფილიალები, მთარგმნელობითი ოფისები, რაიონებად დაყოფილი ტერიტორიები, კრებები და სამქადაგებლო ჯგუფები. ჩვენ ვუქადაგებთ განურჩევლად ყველას, მათ შორის უცხოელებს (გამოცხ. 14:6, 7).

ხომ არ ფიქრობ უცხო ენის შესწავლას და ამ ენაზე ქადაგებას? თუ დრო არ გაქვს რომელიმე უცხო ენის საფუძვლიანად შესასწავლად, შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით JW ენები და მარტივი შეთავაზება დაიმახსოვრო. თუ ამ აპლიკაციის დახმარებით იქადაგებ, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად შენც დიდ სიხარულს იგრძნობ. მათ ახარებდა სხვა ერის ადამიანთა განცვიფრებული სახეების დანახვა, რომლებიც მშობლიურ ენაზე ისმენდნენ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (საქ. 2:7—11).

უყურე ვიდეორგოლს „დაუმეგობრდი იეჰოვას — იქადაგე უცხო ენაზე“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

  • კადრი ვიდეორგოლიდან „დაუმეგობრდი იეჰოვას — იქადაგე უცხო ენაზე“. მათე წარმოიდგენს, როგორ უთარგმნის რობოტი მის სიტყვებს უცხო ენაზე მოლაპარაკე ქალს.

    როდის შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით JW ენები?

  • კადრი ვიდეორგოლიდან „დაუმეგობრდი იეჰოვას — იქადაგე უცხო ენაზე“. JW ენების გვერდი „მისალმება და გაცნობა“.

    რა თავისებურებებით გამოირჩევა ეს აპლიკაცია?

  • კადრი ვიდეორგოლიდან „დაუმეგობრდი იეჰოვას — იქადაგე უცხო ენაზე“. იგივე ქალბატონი სიხარულით ხვდება მათეს და თათიას, რომლებიც მას ჩინურ ენაზე ესალმებიან.

    სასიხარულო ცნობა ყველა ენის ადამიანს უნდა ეუწყოს

    რა ენებზე ლაპარაკობს ხალხი შენს ტერიტორიაზე?

  • რა უნდა გააკეთო, თუ უცხოელი სასიხარულო ცნობით დაინტერესდება? (od 100, 101 ¶39—41).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება