იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
რისი სწავლა შეგიძლია მათგან?
ახლახან ხომ არ დაინიშნე მომსახურედ ან უხუცესად? შესაძლოა ისეთი ნიჭი, უნარი ან განათლება გაქვს, რაც სხვა უხუცესებსა და მომსახურეებს არა აქვთ. და მაინც, ბევრი რამის სწავლა შეგიძლია როგორც მათგან, ისე სულიერად მოწიფული იმ ძმებისგან, რომლებიც ასაკის, ჯანმრთელობის ან ოჯახური პასუხისმგებლობების გამო ვეღარ მსახურობენ უხუცესებად ან მომსახურეებად.
უყურე ვიდეორგოლს „პატივი ეცით გამოცდილ ძმებს“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
1. როგორ გამოავლინა პატივისცემა ძმა რიჩარდსმა ძმა ბელოს მიმართ?
2. რა შეცდომა დაუშვა ბენმა და რატომ?
3. რა ისწავლა ბენმა ელისეს მაგალითიდან?
4. და-ძმებო, როგორ შეგიძლიათ პატივისცემა გამოავლინოთ გამოცდილი თანაქრისტიანების მიმართ და რის სწავლა შეგიძლიათ მათგან?