საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb19 აგვისტო გვ. 3
  • მათთან იქონიე ურთიერთობა, ვისაც იეჰოვა უყვარს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მათთან იქონიე ურთიერთობა, ვისაც იეჰოვა უყვარს
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოაში ცუდმა მეგობრებმა იეჰოვას ჩამოაშორეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • იეჰოიადა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოაში
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • განივითარეთ ღვთის შიში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
mwb19 აგვისტო გვ. 3

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

მათთან იქონიე ურთიერთობა, ვისაც იეჰოვა უყვარს

რატომ უნდა გვქონდეს ურთიერთობა მათთან, ვისაც იეჰოვა უყვარს? ისინი, ვისთანაც დროს ვატარებთ, ჩვენზე ან დადებით გავლენას ახდენენ, ან უარყოფითს (იგავ. 13:20). მაგალითად, მეფე იეჰოაში „სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში“ მანამ, სანამ გვერდით მღვდელმთავარი იეჰოიადა ჰყავდა (2 მატ. 24:2). იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ იეჰოაში ცუდი საზოგადოების გავლენაში მოექცა და ზურგი აქცია იეჰოვას (2 მატ. 24:17—19).

პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ქრისტიანული კრება „დიდ სახლს“ შეადარა, კრების წევრები კი — ჭურჭელს. ჩვენ „საპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭელი“ ვიქნებით, თუ მოვერიდებით ახლო ურთიერთობას მასთან, ვინც ისეთ რამეს აკეთებს, რაც იეჰოვას არ მოსწონს, თუნდაც ის ოჯახის ან კრების წევრი იყოს (2 ტიმ. 2:20, 21). აქედან გამომდინარე, მეგობრებად ის ადამიანები უნდა ავირჩიოთ, ვისაც იეჰოვა უყვარს და ვინც მისადმი მსახურებისკენ წაგვახალისებს.

უყურე ვიდეორგოლს „ნუ გექნებათ ურთიერთობა ცუდ საზოგადოებასთან“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • როგორ შეიძლება ნელ-ნელა მოვექცეთ ცუდი საზოგადოების გავლენაში?

  • რა დაეხმარა სამ ქრისტიანს, შეეწყვიტა ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობა?

  • რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარება, გონივრულად შეარჩიო, ვისთან იქონიო ურთიერთობა?

ჯონი სტუმრებს ღვინოს უსხამს რესტორანში; კრისტინი სოციალური ქსელით მეგობრებზე სიახლეებს ეცნობა; ჯეიდენი კომპიუტერული თამაშებით ერთობა. ჯონი თავის ოჯახთან ერთად, კრისტინი და ჯეიდენი კრების შეხვედრაზე

ვარ „საპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭელი“? (2 ტიმ. 2:21)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება