საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb19 ოქტომბერი გვ. 7
  • რამდენად ძვირფასია შენთვის ღვთის სიტყვა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რამდენად ძვირფასია შენთვის ღვთის სიტყვა?
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
  • მსგავსი მასალა
  • ისინი დიდად აფასებდნენ ბიბლიას — ნაწყვეტი (უილიამ ტინდალი)
    სხვადასხვა
  • როგორ მოვიდა ბიბლია ჩვენამდე — ნაწილი მეორე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • გამოსავალი არსებობს
    გამოიღვიძეთ! — 2020
  • ისინი დიდად აფასებდნენ ბიბლიას
    სხვადასხვა
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
mwb19 ოქტომბერი გვ. 7

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

რამდენად ძვირფასია შენთვის ღვთის სიტყვა?

ბიბლია მისი ავტორის, იეჰოვა ღმერთის აზრებითაა გაჯერებული (2 პეტ. 1:20, 21). ამ წმინდა წიგნის მთავარი თემაა, როგორ დაამტკიცებს ღმერთი სამეფოს მეშვეობით, რომ ის არის სამყაროს უზენაესი მმართველი. ამგვარად ბიბლია გვისახავს იმედს, რომ მალე ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, თუ როგორი პიროვნებაა ჩვენი ზეციერი მამა (ფსალმ. 86:15).

თითოეულს უამრავი მიზეზი გვაქვს, რის გამოც ვაფასებთ ბიბლიას. მაგრამ ვკითხულობთ მას ყოველდღე, ვითვალისწინებთ მასში ჩაწერილ რჩევებს და ამგვარად ცხადვყოფთ, რომ მას ძვირფას საჩუქრად მივიჩნევთ? დაე, ყოველთვის ვაჩვენოთ ჩვენი ცხოვრებით, რომ ვიზიარებთ ფსალმუნმომღერლის გრძნობებს: „როგორ მიყვარს შენი კანონი!“ (ფსალმ. 119:97).

უყურე ვიდეორგოლს „ისინი დიდად აფასებდნენ ბიბლიას — ნაწყვეტი (უილიამ ტინდალი)“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • უილიამ ტინდალი; უილიამ ტინდალი საბეჭდ დაზგასთან; ტინდალის „ახალი აღთქმის“ პირველი გამოცემა

    რატომ გადაწყვიტა უილიამ ტინდალმა ბიბლიის ზოგიერთი წიგნის თარგმნა?

  • რატომ არის აღნიშვნის ღირსი ის, თუ რამხელა შრომა გასწია მან ბიბლიის გადასათარგმნად?

  • როგორ გაიგზავნა ინგლისში ტინდალის მიერ ნათარგმნი ბიბლიის ეგზემპლარები?

  • როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ღვთის სიტყვა ჩვენთვის ძვირფასია?

დაფიქრდი: რით ჰგავს ღვთის სიტყვა . . .

  • ლამპარსა და სინათლეს? (ფსალმ. 119:105).

  • წყალს? (ეფეს. 5:26).

  • მახვილს? (ეფეს. 6:17).

  • სარკეს? (იაკ. 1:23—25).

ყოველდღე წაიკითხე ღვთის სიტყვა

ბიბლიის კითხვის გეგმა

გიცდია jw.org-ზე განთავსებული „ბიბლიის კითხვის გეგმის“ გამოყენება? ამ გეგმის PDF ფაილიდან შეგიძლია პირდაპირ გადახვიდე ბიბლიის სასურველ მონაკვეთზე. თუ შენს ენაზე ხელმისაწვდომია ბიბლიის აუდიოჩანაწერები, მათი მოსმენაც შეგიძლია jw.org-ზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება