ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 9—11
„ერთი ენა ჰქონდათ . . . მთელ დედამიწაზე“
იეჰოვამ ბაბელში ურჩ ხალხს ენა აურია და გაფანტა. დღეს ის „უამრავ ხალხს“ ყველა ერიდან და ენიდან კრებს და „სუფთა ენას“ აძლევს, რათა „მოუხმონ იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურონ მას“ (სოფ. 3:9; გამოცხ. 7:9). „სუფთა ენა“ არის ჭეშმარიტება იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ, როგორც ამას წმინდა წერილებიდან ვიგებთ.
უცხო ენა რომ ისწავლო, მხოლოდ ახალი სიტყვების დაზეპირება არ არის საკმარისი. საჭიროა, ისწავლო ამ ენაზე ფიქრი და აზროვნება. მსგავსად, როცა ჭეშმარიტების სუფთა ენას ვეუფლებით, გონებაც უნდა განვიახლოთ ანუ აზროვნებაც შესაბამისად უნდა შევიცვალოთ (რომ. 12:2). ეს უწყვეტი პროცესია, რაც ღვთის ხალხის ერთობას უწყობს ხელს (1 კორ. 1:10).